საქართველოს პარლამენტს ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკის გათანაბრების თხოვნით მიმართავენ.
საკანონმდებლო წინადადება, რომლის ავტორიც მოქალაქე რევაზ ფახურიძეა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარდგენილია. როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, მოქალაქე ითხოვს, რომ ქალისა და მამაკაცის საპენსიო ასაკი 60 წელი იყოს. ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, მამაკაცებს პენსიაზე გასვლა 65, ხოლო ქალებს - 60 წლის ასაკიდან შეუძლიათ.
როგორც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებაშია აღიშნული, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედება იგეგმება და
ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე სქემაში ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის. რაც შეეხება რაოდენობას, პირველ ეტაპზე საპენსიო სისტემაში დაახლოებით, 700 000 ან 800 000 მოქალაქე ჩართვას ელოდებიან.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება