error1660 2019.01.22
სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ადვოკატთა საგანგებო კრება გაიმართება

სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ადვოკატთა საგანგებო საერთო კრება 3 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც დავით ასათიანის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას,

„შეიქმნა რეალობა, რომელმაც მთლიანად იურიდიული პროფესია დააყენა ისტორიულ გზაგასაყარზე: ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემა თუ კიდევ უფრო გამყარდეს სისტემაში არსებული მმართველობის გაუმჭვირვალე და მანკიერი ფორმა, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებთან.

ვაცნობიერებთ რა შექმნილი მდგომარეობის სიმწვავეს და ადვოკატთა კორპუსის მნიშვნელოვან როლს არსებული სირთულეების დაძლევის პროცესში, ვიწვევთ ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებას, რომელზეც ადვოკატთა მრავალრიცხოვანი კორპუსი იმსჯელებს მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე და მიიღებს ერთიან საგანგებო რეზოლუციას სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებაში.

რიგგარეშე საერთო კრებაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება