error2947 2019.02.04
სჭირდება თუ არა საქართველოს მეტი მოსამართლე?

„დღეს ასეთი რეალობა გვაქვს: გვყავს 271 მოსამართლე, უნდა იყოს - 800“ - აღნიშნული განცხადება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ გააკეთა;

განსხვავებული პოზიცია აქვს იგივე საკითხთან მიმართებით ამერიკის სავაჭრო პალატას. „დამატებით 400 მოსამართლის დაქირავება შედეგს არ მოგვცემს“ - ასეთია ამ ბიზნესორგანიზაციის მიდგომა, რომელიც  მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ველტონმა აღნიშნა. 

ევროკავშირი-საქართველოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის ლოგიკა ასეთია: „ვხედავთ, რომ ბიზნესი განაჩენის გამოტანას ძალიან დიდი ხნის მანძილზე ელოდება, სანამ სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ბიზნესი თანხასაც კარგავს, ფსიქოლოგიური განწყობაც უფუჭდება. მეორე მხრივ - ინვესტორიც აკვირდება და თუ სასამართლოში განხილვა ორი-სამი წელი მიდის, ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებს დავკარგავთ“. 

ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯორჯ ველტონი თავის მოსაზრებას ასე ასაბუთებს: „დღეს სასამართლოს აკლია მთავარი - გამჭვირვალობა და ნდობა, ამიტომ დამატებით მოსამართლეების დასაქმება სურათს ფუნდამენტურად ვერ შეცვლის“. 

ორივე მსხვილი ბიზნესგაერთიანების შეფასებები შედარებით უფრო უახლოვდება ერთმანეთს, როდესაც საქმე საქართველოში მოსამართლეებად უცხოელების ჩამოყვანას ეხება. ორივე ბიზნესგაერთიანებას მიაჩნია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად ადგილობრივი რესურსიც მოიძებნება - განსაკუთრებით ახალგაზრდებში. თუმცა თუ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო მთლიანად გამორიცხავს საქართველოში ალბანეთის მაგალითის გამეორებას, როცა ქვეყანამ სასამართლო რეფორმის ფარგლებში უცხოელი მოსამართლეები ჩამოიყვანა და სასამართლო სისტემა მათ ჩააბარა; ამერიკის სავაჭრო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო სფეროში საერთაშორისო ცოდნისა და ექსპერტიზის გავრცელება ღირებული იქნებოდა. 

 

 

წყარო:http://www.bm.ge/ka/article/schirdeba-tu-ara-saqartvelos-meti-mosamartle-/29351

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში