error1295 2019.04.24
მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე ჩამ

მძღოლებს ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით მართვის მოწმობაზე ქულები მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჩამოაკლდებათ.

ინიციატივაზე, რომელიც ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმას ითვალისწინებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს. როგორც  შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, სიჩქარის გადაჭარბება არცერთ მძღოლს არ აძლევს საშუალებას, რომ დარღვევა სხვა ფაქტორებს დააბრალოს.

„ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე. მე მაგალითად, ხშირად მომისმენია, რომ არის ქალაქში ბევრი ინფრასტრუქტურა, სადაც იძულებული ხარ, რომ დაარღვიო მოძრაობის წესი. სიჩქარის გადაჭარბებაზე მხოლოდ იმიტომ ვაკეთებთ აქცენტს, რომ ეს ისეთი სამართალდარღვევაა, რომელსაც ვერაფერი დედამიწის ზურგზე ვერ გაამართლებს და ამას მხოლოდ შენი პირადი შეგნება გაიძულებს“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

ამასთან, შსს-ს რეფორმებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი განმარტავს, რომ ვიდეოჯარიმებზე ქულათა სისტემის მიბმის პროცესის გაგრძელება მას შემდეგ გადაწყდება, რაც შეფასდება, რამდენად ეფექტური იყო სიჩქარის გადაჭარბებაზე გამკაცრებული სანქცია.

„პირველი ეტაპი და მეორე ეტაპი გამოჩნდება მას შემდეგ, რაც შევაფასებთ, სიჩქარის გადაჭარბებაზე რამდენად იმოქმედა ამან და რამდენად მოგვცა შედეგი“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში