error1733 2019.05.16
2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 220 მოხელის მიმართ დაიწყო. ამათგან დევნის დაწყების დროს თანამდებობაზე 177 პირი მუშაობდა, ხოლო 43 უკვე აღარ იკავებდა თანამდებობას.

სამოხელეო დანაშაულის ყველაზე მეტი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროზე მოდის. შსს-ში დასაქმებულ ადამიანებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები/თანამშრომლები და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები მოჰყვებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, ძირითადი უწყებები, რომლებშიც დევნის ობიექტი 220 მოხელე მუშაობდა, ასე გადანაწილდა:

  • 84 პირი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ან/და მოქმედი თანამშრომელი
  • 70 პირი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი
  • 16 პირი იყო საკრებულოს წევრი ან/და თანამშრომელი
  • 15 პირი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელი
  • 14 პირი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი
  • 7 პირი იყო პენიტენციური სამსახური თანამშრომელი

პროკურატურის ანგარიშის მიხედვით, 220 მოხელიდან 77% შემთხვევაში სავარაუდო დანაშაული 2017-2018 წლებში იყო ჩადენილი. ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა, ძირითადად, ძალადობის და ოჯახში ძალადობის, სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობის და ქრთამის აღების მუხლით დაიწყო.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში