error1664 2019.05.16
2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 4000-მდე პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურა 2018 წლის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დევნა 3955 პირის მიმართ დაიწყო, რაც გასულ წელთან შედარებით 99%-იანი ზრდის მაჩვენებელია. 

პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობებიდან 2018 წელს პატიმრობა მოითხოვა 91%-ის მიმართ, რაც 2017 წელთან მიმართებაში ზრდის მაჩვენებელია.