არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შევიდეს ცვლილებები კანონში, რომლის თანახმადაც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების არგავლის გამო მძღოლები 30 დღის ნაცვლად, ყოველ 72 საათში ერთხელ დაჯარიმდნენ.
„ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილი ამბობს, რომ დახარვეზებული ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ყოველ თვე ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე ავტომობილი ტექნიკურად გამართონ.
მისივე თქმით, თბილისში ჯერ კიდევ გადაადგილდება 82 000-მდე ისეთი მანქანა, რომელმაც ტექდათვალიერება ვერ გაიარა.
„ტექინსპექტირება გაუვლელ მანქანებს ძირითადად ვიდეო კამერები აკონტროლებენ. პირველი იანვრიდან აგვისტოს ბოლომდე 773 000 მძღოლმა მიმართა ტექინსპექტირების ცენტრს და აქედან 11%, დაახლოებით 82 000 ავტომანქანა დახარვეზდა. ამის მიუხედავად, ეს ავტომანქანები დღეს გადაადგილდებიან ქუჩებში. პრობლემას კი ის ქმნის, რომ ასეთ ავტომობილების მფლობელებს ურჩევნიათ ჯარიმა გადაიხადონ, ვიდრე წესრიგში მოიყვანოს საკუთარი ავტომანქანა.
დღეს 30-დღიანი ვადა არსებობს, ანუ, ის მძღოლები, რომელთა ავტომანქანამაც ტექინსპექტირება ვერ გაიარა, თვეში ერთხელ ჯარიმდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება, ურჩევნიათ, თვეში 40 ლარის გადახდა. ამ ხარვეზების გაანალიზება უნდა მოხდეს, რომ რეფორმები წარმატებულად ჩაითვალოს. თუ ეს ცვლილება არ შევიდა ძალაში, რეფორმა ჩავარდება. კანონში შესატან ცვლილებებს კი პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება, რომ დროულად შევიდეს ძალაში და შემდეგი წლიდან ამოქმედდეს“ – განაცხადა ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა
შეგახსენებთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაწილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან დაიწყო და მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა. ჯარიმის ოდენობა იმ ფიზიკური პირებისთვის,ვინც ტექნისპექტირების გავლის გარეშე გადაადგილდება ავტომობილით 50 ლარია, იურიდიული პირებისთვის კი 200 ლარი.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში