საადვოკატო ბიურო "OK & CG"-მ საოჯახო სამართლებრივი დავა, მეუღლეთა შორის ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, წარმატებით დაასრულა.
აღნიშნული დავა სამართლებრივად საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ სადავო ქონება ქორწინების ფაქტის რეგისტრაციამდე უკვე შეძენილი და დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთი მეუღლის სახელზე.
კომპანია "OK & CG"ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი მიიჩნევს, რომ საოჯახო სამართლებრივ დავებს მათი სპეციფიკიდან და დავებში არსებული არასრულწლოვანების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა მოეკიდოს.
აღნიშნულ დავებში, იმ მეუღლის ქონებრივი უფლებების დაცვა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილი ერთ-ერთ მთავარ ინტერესს წარმოადგენს.
განსახილველი დავაში ჩვენი მარწმუნებლის ინტერესი იყო მისი მესაკუთრედ ცნობა ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის - ½ ნაწილზე.
მეუღლეთა შორის მუდმივი კონფლიქტური სიტუაციის გამო, არასრულწლოვანის ინტერესის გათვალისწინებით, ჩვენი მარწმუნებელი მხარე იძულებული გახდა ფაქტობრივად შეეწყვიტა ქორწინება და არასრულწლოვან შვილთან ერთად დაეტოვებინა ქ. თბილისში მდებარე საცხოვრებელი ფართი.
მოსარჩელის და მოპასუხის ფაქტობრივად დაშორების შემდეგ, მოპასუხემ სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, ოჯახის წევრზე - დედაზე ფორმალურად გააჩუქა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
აღნიშნულ ფართზე ქორწინების შემდეგ მხარეთა მიერ ერთობლივად განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და ჩატარდა მისი საცხოვრებელ ფართამდე მიყვანისათვის საჭირო სამუშაოები. ქონების გაუმჯობესების შედეგად შესყიდული ქონების საბაზრო ღირებულება გაიზარდა.
ადვოკატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ, ფორმალურად, საკუთრების უფლებით ასახა მითითებული უძრავი ქონება დედის - სახელზე, ფართების შეძენისთვის გაღებული ხარჯები და შესაბამისად საცხოვრებელი ფართი წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას და მის ½ ნაწილზე ვრცელდებოდა ჩვენი მარწმუნებლის საკუთრების უფლება.
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის ადვოკატი, ანა გორდეზიანი, დასახელებულ დავაში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლების განხილვისას, დაეყრდნო სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლსაც, რომლიდან გამომდინარეც:
თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა).
ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია და გაიზიარა კომპანია ok&cg-ის წარმომადგენლის დასაბუთებული პოზიცია და სრულად დააკმაყოფილა სარჩელი- ჩვენი მარწმუნებლის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება