დღეს, ადვოკატთა პროფესიულ დღეს, თბილისში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, ადვოკატთა მე-7 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია სამ სესიად ჩატარდა და მას საადვოკატო ბიურო OK&CG-ს დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი დაესწრო.
კონფერენციაზე ადვოკატთა ასოციაციის წევრებმა, უცხოელ კოლეგებთან ერთად სამართლის აქტუალური საკითხები განიხილეს.
მათ შორის:
-ადვოკატებისა და მათი პროფესიული გაერთიანებების დამოუკიდებლობის ძირითადი ასპექტები.
-ადვოკატურას, სასამართლო სისტემასა და პროკურატურას შორის ინსტიტუციური თანამშრომლობის მნიშვნელობა და გზები.
-ადვოკატების მიერ სოციალური ქსელების გამოყენება და ეთიკურ ვალდებულებებთან დაკავშირებული საკითხები გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში.
კონფერენცია ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მონაწილეობით ჩატარდა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს:
კრისტიან ურსემ, ხოსე დე ფრეიტასიმ, მარია სლაზაკიმ, იან მიჩელმა და ჯერზეი კლატკამ.
უცხოელ კოლეგებთან ერთად, სამართლის აქტუალური საკითხების სადისკუსიო რეჟიმში განხილვა, არსებით როლს თამაშობს ქართული სამართლის განვითარებასა და გაუმჯობესებაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარება.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება