error1725 2019.11.14
დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა

 

 დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

პრეზენტაცია  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში, აუდიტორია 107-ში იმართება და მას საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი ესწრება. 

 

ტერმინი პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ. 

 

"პრო ბონო" არის შემოკლებული ფორმა ლათინური გამოთქმისა pro bono publico, რაც ნიშნავს "საზოგადოების საკეთილდღეოდ".

 

აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო მაღალი ღირებულების მქონე მომსახურებებით სარგებლობა არ შეუძლიათ, შესაბამისად საადვოკატო ბიურო "OK&CG" მხარს უჭერს მსგავსი პროექტების საქართველოში განხორციელებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას. 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში