დღეს, პრო ბონო პროგრამის დანერგვის შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა.
პროექტი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.
პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში, აუდიტორია 107-ში იმართება და მას საადვოკატო ბიურო OK&CG-ის დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი ესწრება.
ტერმინი პრო ბონო სერვისები გულისხმობს სამოქალაქო ორგანიზაციების ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.
"პრო ბონო" არის შემოკლებული ფორმა ლათინური გამოთქმისა pro bono publico, რაც ნიშნავს "საზოგადოების საკეთილდღეოდ".
აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ ნაწილისათვის, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო მაღალი ღირებულების მქონე მომსახურებებით სარგებლობა არ შეუძლიათ, შესაბამისად საადვოკატო ბიურო "OK&CG" მხარს უჭერს მსგავსი პროექტების საქართველოში განხორციელებას და მათ პრაქტიკაში დანერგვას.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება