საადვოკატო ბიურო "OK & CG" აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციას ნოემბრის თვეშიც უწევდა მოქალაქეებს და მათ სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში ეხმარებოდა.
კონსულტაციები წარმოებდა როგორც უშუალოდ იურიდიულ კომპანიაში, ასევე ონლაინ რეჟიმითაც სხვადასხვა სოციალური ქსელის საშუალებით.
გასულ თვეში, კომპანიისგან, სოციალური ქსელების მეშვეობით, 250-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა უფასო იურიდიული კონსულტაციით, ხოლო 60 ადამიანს უშუალოდ კომპანიის ოფისში გაეწიათ იურიდიული კონსულტაცია.
მოქალაქეებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ კომპანიის ადვოკატებისათვის გასაცნობად და შესაფასებლად წარმოედგინათ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც ისინი სამართლის სხვადასხვა მიმართულებით სწორ და საფუძვლიან სამართლებრივ კონსულტაციას იღებდნენ.
კომპანია "OK & CG" კონფიდენციალურობისა და ეთიკის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართავდა კონსულტაციებს.
გასულ თვეში მოქალაქეები კონსულტაციას სამართლის რამდენიმე ძირითადი მიმართულებით ითხოვდნენ:
- საოჯახო სამართლებრივი საკითხები (განქორწინება, ალიმენტი, ქონების გაყოფა, ბავშვის უფლებები) 10%
- მემკვიდრეობის მიღება 20%
- სასესხო ვალდებულებები 20%
- საფინანსო კომპანიების წინააღმდეგ მიმართული დავები 20%
- ადმინისტრაციული წარმოება, სახელმწიფო ორგანოების მიმართ დავის წამოწყება 10%
- სისხლის სამართალი და სხვა სამართლებრივი საკითხები 20%
საზოგადოების მაღალი ჩართულობისა და გამომჟღავნებული ინტერესის გამო, კომპანია დეკემბრის თვეშიც გააგრძელებს მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას სამართლის სხვადასხვა მიმართულებით.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება