ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისათვის
ნაშრომების მიღება ჟურნალ „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის“ 2020 წლის გამოცემისთვის
გაცნობებთ, რომ გამოცხადებულია ნაშრომების მიღება ა(ა)იპ − თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პერიოდული
გამოცემის, სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის − „თანამედროვე შრომის სამართლის მიმოხილვის” (CONTEMPORARY
LABOUR LAW REVIEW) 2020 წლის გამოცემისთვის.
- სასურველია, ნაშრომს ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;
- ჟურნალისთვის შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი მხოლოდ მისი პირველადი პუბლიკაციის მიზნით და არ უნდა იყოს სხვაგან გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად გადაცემული;
- ნაშრომი შეიძლება მომზადდეს ქართული შრომის სამართლისთვის აქტუალურ ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც პასუხობს ჟურნალის კონცეფციას და შემოთავაზებულია შემდეგი რომელიმე რუბრიკის ფარგლებში:
- ა) სტატია; ბ) კანონმდებლობაში შეტანილი/შესატანი ცვლილების ანალიზი; გ) სასამართლო გადაწყვეტილების ანალიზი; დ) სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა.
- ავტორებმა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: ა) ნაშრომი (ქართულ ენაზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს, ძირითადი ტექსტისა და სქოლიოების ჩათვლით; ბ) რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე), რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 გვერდს; გ) ნაშრომის თემატიკის სფეროში შესაბამისი სპეციალისტის კვალიფიციური რეცენზია (რეცენზენტის ხელმოწერითა და დასკანირებული სახით); დ) ავტორ(ებ)ის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო რეკვიზიტები;
- ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა). სქოლიოები უნდა იყოს განთავსებული თითოეული გვერდის ბოლოს;
- ნაშრომი და რეზიუმე შესრულებული უნდა იყოს Microsoft Word-ის დოკუმენტში, ქართული ტექსტი AcadNusx-ის, ხოლო უცხოენოვანი – Times New Roman-ის ფონტით. ნაშრომის ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა – 12, სქოლიოების
- ტექსტის შრიფტის ზომა – 10. სტრიქონებს შორის დაშორება – ერთი ინტერვალი;
- ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური წერის დადგენილ სტანდარტებს/სტილს, ხოლო
- რეზიუმე შესაბამისობაში უნდა იყოს მისი შედგენისთვის განსაზღვრულ სტანდარტებთან;
- ჟურნალში ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ჟურნალის სამეცნიერო საბჭოს მიერ,
- ნაშრომისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ასევე ნომრის საერთო მოცულობის გათვალისწინებით.
- რედაქცია იტოვებს უფლებას, ავტორ(ებ)თან შეთანხმებით, ნაშრომში შეიტანოს სარედაქციო ხასიათის ცვლილებები;
- მიღებული ნაშრომის გასწორებული ვერსია ან დაწუნებული ტექსტი ავტორ(ებ)ს არ უბრუნდება. ამასთან, რედაქციისგან
- არ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს გამოქვეყნებაზე უარის მიზეზის დასაბუთება;
- ნაშრომის გამოქვეყნება უფასოა. საავტორო ჰონორარი არ არის გათვალისწინებული. თითოეული ავტორი მიიღებს გამოცემული ჟურნალის 1 ეგზემპლარს;დოკუმენტები მიიღება 2019 წლის 9 დეკემბრიდან 2020 წლის 28 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ელფოსტაზე – contlablawrev@gmail.com (ვადის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება).
იხ. ჟურნალის Facebook გვერდი – https://www.facebook.com/CONTEMPORARYLABOURLAWREVIEW/
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად/კონსულტაციის გასავლელად მიმართეთ რედაქციას ზემოთ მითითებულ
მისამართებზე.