error2323 2020.02.19
"OK&CG"-ის დირექტორი ოთარ კაჭკაჭაშვილი "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" პრეზენტაციას ესწრება

დღეს, სასტუმრო "რუმსში" იმართება საჯარო სამართლის იურიდიული პირის „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პრეზენტაცია, რომელსაც საადვოკატო ბიურო "OK&CG"-ის დირექტორი, ოთარ კაჭკაჭაშვილი ესწრება. 

 

აღნიშნული ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყანდაშვილია. 

 

უშუალოდ კანონი მედიაციის შესახებ კი 2020 წლის იანვრიდან ამოქმედდა.


მედიაცია დავის მოგვარების ალტერნატიულ საშუალებას გულისხმობს და ქართული სამართლებრივი სივრცისათვის მნიშვნელოვანი ნოვაციაა.
მედიაციის პროცესში, მოდავე მხარეებს თავად შეუძლიათ, მიუკერძოებელი მესამე პირის ( მედიატორის) დახმარებით, მიაღწიონ შეთანხმებას.

 

გამომდინარე აქედან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მედიაციის ქართულ რეალობაში დამკვიდრების პროცესში, მის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამოცანებზე მსჯელობა, სამართლის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან ერთად.