„OK&CG“-მ უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კატეგორიის დავა წარმატებით დაასრულა.
თბილისის მერია „OK&CG“-ს კლიენტს სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით ედავებოდა. „კერძოდ, უნებართვო მშენებლობისათვის მერიამ დააჯარიმა ჩვენი კლიენტი და დაავალა შენობის დემონტაჟი, იმ პირობებში, როცა შენობა არსებული სახით ჰქონდა შეძენილი ჩვენს კლიენტს. თუმცა, აღმოჩნდა რომ წინა მესაკუთრეს უნებართვოდ ჰქონდა აშენებული და ამის გამო ითხოვდა მერია დემონტაჟს“-აცხადებენ „OK&CG“-ში.
უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი და გააკეთა განმარტება, რომ დაუშვებელია საკუთრების უფლების ამგვარი შეზღუდვა/ჩამორთმევა, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა მესაკუთრემ უნებართვოდ ააშენა შენობა. შესაბამისად, გაუქმდა გასაჩივრებული აქტები დემონტაჟის დავალების ნაწილში.
სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით დავა თბილისის მერიასა და „OK&CG“-ს კლიენტს შორის 2017 წლიდან მიმდინარეობდა.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში