error3307 2021.01.29
საადვოკატო ბიურო OK&CG-მ კიდევ ერთი დავა მოიგო

 საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-მ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. 

რამდენიმე წლის წინ კომპანიის მარწმუნებელი სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის გამო  მთავარი სპეციალისტის პოზიციიდან გაანთავისუფლეს. კერძოდ კი, „სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაციის გამო გაუქმდა საშტატო ერთეული, რის საფუძველზეც ჩვენი მარწმუნებელი გაათავისუფლეს დაკავებული პოზიციდან,“განმარტავს ადვოკატი ანა გორდეზიანი.

 2019 წლის 18 ნოემბერს აღძრული სარჩელის მოთხოვნები  სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა -  ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ბრძანება, სამინისტროს დაევალა დასაქმებულის ტოლფას პოზიციაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებიდან დასაქმებულის სამუშაო ადგილას აღდგენამდე სრულ პერიოდზე.