საქართველოს პარლამენტში დაიწყო მთავრობის მიერ, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე დამდგარი ვითარების გამო სპეციალურ შეღავათებს აწესებს.
სახელმწიფო ქონების შესახებ კანონს ემატება მუხლი 49 (3) მუხლი, რომელიც საგანგებო მდგომარეობით და პანდემიური ვითარებით განპირობებულ დარღვევებზე შეღავათებს ადგენს. კანონპროექტის შედეგად იმ კომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ქონების შეძენის შემდეგ ინვესტიციების განხორციელების ვალდებულებები ჰქონდათ, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სანქცია არ დაეკისრებათ.
კანონპროექტის თანახმად, სანქციების თავიდან ასარიდებლად კომპანიებმა შესაბამისი განაცხადით მთავრობას უნდა მიმართონ.
„მუხლი 493. საგანგებო მდგომარეობასთან/საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის (კონტრაჰენტის) მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებები:
1. თუ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის/მართვის უფლებით გადაცემის/სარგებლობაში გადაცემის პირობის შესრულება საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის დროს შეუძლებელია ან გართულებულია, ასეთი სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ან/და ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მხარის (პირის) მიერ ქონების მმართველისათვის დასაბუთებული თხოვნით მიმართვის საფუძველზე, ქონების მმართველის წარდგინებით, იღებს საქართველოს მთავრობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამ კანონის 491 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა არ მოქმედებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარემ ქონების მმართველს უნდა მიმართოს შესაბამისი საგანგებო მდგომარეობის ან საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის ან პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ვადაში.“
მუხლი 2.
საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 3(სამი) თვის ვადაში, უზრუნველყოს „საგანგებო მდგომარეობასთან/საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის განსაკუთრებით საშიშ ეპიდემიასთან ან პანდემიასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონებით მოსარგებლეთა მიმართ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დადგენილების მიღება,” - ნათქვამია კანონპროექტში.
პარლამენტში წარდგენილი ინიციატივის განმარტებითი ბარათიდან ირკევვა, რომ კანონპროექტის შემუშავება ბიზნესის მხრიდან სახელმწიფო ქონების სააგენტოში განხორციელებულმა 100-ზე მეტმა მიმართვამ განაპირობა.
“სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში წარდგენილია 109 კონტრაჰენტის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულ თხოვნებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი შემცირდება, გადაუხდელი საიჯარო ქირის, ჯამურად მიახლოებით 577 735 ლარის ოდენობით, ასევე, გადაუხდელი პირგასამტეხლოს ჯამურად მიახლოებით 282 361 ლარისა და 1762.69 აშშ დოლარის ოდენობით,” - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, ასევე მოიხსნა 2012 წლის 31 დეკემბრის შემდეგ დადებულ საპრივატიზაციო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის შესახებ არსებული შეზღუდვები.
წყარო:bm.ge
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება