error1669 2021.07.21
პატიმრებს სახალხო დამცველთან დარეკვა აღარ შეეზღუდებათ

             საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე № 1/3/1441 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ დააკმაყოფილა 2021 წლის 5 ივლისს და არაკონსტიტუციურად ცნო კონსტიტუციის მე-9 მუხლთან მიმართებაში. სადაო ნორმა, ( პატიმრობის კოდექსის 718 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, 82-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 88-ე მუხლის მეორე ნაწილის გარკვეული შინაარსი) რომელიც ითვალისწინებდა, დისციპლინური სახდელის მოქმედების ან სამარტოო საკანში ყოფნის განმავლობაში მსჯავრდებულის, ბრალდებულის მიმართ შეზღუდვას დაკავშირებოდნენ სახალხო დამცველს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხთან მიმართებაში გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც ასაბუთებდა, თავის მოზასაზრებას იმით, რომ არაადამიანური ან სასტიკი მოპყრობის ფაქტზე აუცილებელია რეაგირება ,რადგან ამ უფლებას არ ქონოდეს ფორმალური ხასიათი, ცხელი ხაზი კი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას, მისი დახმარებით ხდება არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიება. ამ კუთხით კი არ არსებობს სახალხო დამცველთან კომუნიკაციის ალტერნატიული საშუალება ამიტომ ცხელი ხაზის ჩანაცვლება არ არის შესაძლებელი. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე წვდომა მორალური თვალსაზრისითაც ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან საშუალებას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ დისციპლინური წესით დასჯილ და, მით უფრო, სამარტოო საკანში მყოფ პატიმრებს, რომლებიც იქ იმყოფებიან 3 თვის, ერთი თვის და თუნდაც 14 დღის განმავლობაში, არ დაეუფლოთ უმწეობისა და სრული დაუცველობის განცდა, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს მათი პიროვნული დათრგუნვა. ასეთი და მსგავსი შედეგები არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს დისციპლინური სახდელის მიზანს, ანდა მოეძებნოს საკმარისი გამართლება საპატიმრო ადგილებში წესრიგის დაცვის ინტერესებით, ან/და ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ნაკლებობის თუ სხვა გარემოებების მომიზეზებით. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გასაგები არ იყო კანომდებლის პრინციპული მიდგომა, რომელსაც სადავო ნორმები ასახავს. სახალხო დამცველის ცხელ ხაზთან დაკავშირების შესაძლებლობის აკრძალვა წარმოადგენს პატიმრისათვის განსაზღვრულ დისციპლინური სანქციის ერთ-ერთ სახეს სასამართლოსთვის კი გაუგებარია, რატომ უნდა კარგავდეს დისციპლინური წესით დასჯილი პატიმარი უფლებას, დაუკავშირდეს სახალხო დამცველს ცხელ ხაზის მეშვეობით, რასაც პატიმრები მიმართავენ მათი უფლებების სავარაუდო დარღვევების დროს. შესაბამისად, ცხადია, რომ ყველა პატიმარი, მათ შორის დისციპლინური წესით დასჯილი, თანაბრად არის კონსტიტუციით დაცული არასათანადო მოპყრობისაგან. შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებები არასათანადო მოპყრობის პრევენციის სფეროში არ შეიძლება განსხვავებული იყოს პატიმრების მიმართ და დისციპლინური წესით დასჯილებისათვის უფრო ნაკლები დაცვა იყოს უზრუნველყოფილი სხვა პატიმრებთან შედარებით. პატიმრის დისციპლინური წესით დასჯის ფაქტი არ შეიძლება იყოს ისეთი გარემოება, რომელიც შეასუსტებდა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებებს არასათანადო მოპყრობისაგან პატიმართა დაცვის სფეროში.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში