error2494 2021.07.28
„აიისამ“ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს (25 2591/19 ) 2018წ. 13 დეკემბერს მიმართა საქართველოს მოქალაქე ანანია გაჩეჩილაძემ. მან სტრასბურგის სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა საჩივარი რაც საქართველოში წააგო დავა და „აიისა“ დაჯარიმდა 500 ლარით გარდა ამისა აეკრძალა რამდენიმე დიზაინის გამოყენება და რეკლამირება. მომჩივანი თვლიდა რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე- 10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევას. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია ერთ-ერთ შეფუთვასთან დაკავშირებით, რომელზეც თამარ მეფეა გამოსახულ, ამ შემთხვევაში სტრასბურგი საუბრობს მტკიცებულებების არასაკმარისობაზე, თუმცა აქვე განმარტავს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიური გამოხატვის თავისუფლებას, ასევე უნდა შეეგუონ იმას, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სხვებისგან მათი რელიგიური მრწამსის უარყოფას. სასამართლო ასკვნის, რომ მინიმუმ ოთხი სადავო საკითხიდან მინიმუმ სამთან მიმართებაში არ იყო მნიშვნელოვანი და საკმარისი ჩარევის გასამართლებლად, რაც შეეხება კონვენციის მე-10 მუხლს ამ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა.

გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ: ანანია გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ (GACHECHILADZE v. GEORGIA)

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება