error2410 2021.08.30
პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტაცია დაიწყო!

პროფესიული ადაპტაციის პროგრამა წარმოადგენს “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო კომპონენტს. პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 12 თვეს და შედგება ორი ნაწილისგან: 3-თვიანი თეორიული კურსი და 9-თვიანი სტაჟირება. ადაპტაციის პროგრამის 3-თვიანი თეორიული ნაწილი ფასიანია და მისი ღირებულება შეადგენს 750 ლარს, რომელიც გადაიხდება წინასწარ რეგისტრაციისას, ხოლო ადაპტაციის პროგრამის 9-თვიანი სტაჟირების ნაწილი უფასოა.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად და გრძელდება მიმდინარე წლის 24 სექტემბრის 18 საათამდე.

ადაპტაციის პროგრამის გავლის მსურველმა პირმა ელექტრონულად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი);
  • ადვოკატთა, მოსამართლეთა ან პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
  • ბიოგრაფია (CV);
  • ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
  • თეორიული კურსის საფასურის გადახდის ქვითარი, ან/და ადაპტაციის პროგრამის დებულების მე-14 მუხლით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თვენი სახელი, გვარი და "ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის საფასური": 

მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: მ/ა სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია"
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028


რეგისტრაციის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოწმდება განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა, ადაპტაციის პროგრამის დებულებით განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე, რომლის აღმოსაფხვრელად დამატებით ეძლევა 3 სამუშაო დღე. 

ადაპტაციის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები ეცნობებათ მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეებს, რეგისტრაციის დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 

რეგისტრაციამდე გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის დებულებას. 

გისურვებთ წარმატებას!

 

წყარო: gba.ge

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება