ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო და 19 აპრილის, 17:00 საათამდე გაგრძელდება!
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, აპლიკანტის პორტალის გამოყენებით.
გამოცდაზე დარეგისტრირების მსურველმა, განაცხადის ფორმას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
► საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
► უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან კვალიფიკაციის არსებობის დამადასტურებელი ცნობა);
(საზღვარგარეთ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შემთხვევაში, გამოცდის ჩაბარების მსურველმა გამოცდაზე რეგისტრაციისას, უნდა წარმოადგინოს ცნობა/წერილი "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ დიპლომის აღიარების შესახებ);
► ელექტრონული ფერადი ფოტოსურათი 3X4-ზე;
►გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
გამოცდის საფასური შეადგენს 190 ლარს. საფასურის გადახდისას გთხოვთ, გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები და დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და "ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის საფასური":
მიმღები ბანკი: სს ბაზისბანკი
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
ანგარიში ნომერი: GE59BS0000000000134028
რეგისტრაციის დასრულებამდე, სასწავლო ცენტრი ამოწმებს განმცხადებელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობას ზემოხსენებულ ფორმალურ მოთხოვნებთან. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელს ეცნობება ხარვეზის თაობაზე. აპლიკანტს ხარვეზის აღმოსაფხვრელად ეძლევა ვადა რეგისტრაციის დასრულებამდე.
გაცნობებთ, რომ ადვოკატთა საკვალიფაკაციო გამოცდა სავარაუდოდ ჩატარდება მიმდინარე წლის ივნისში და დამატებით დეტალები ეცნობებათ რეგისტრირებულ აპლიკანტებს რეგისტრაციის დასრულების შემდგომ.
დამატებით გაცნობებთ, რომ საგამოცდო პროგრამა და საგამოცდო მასალა ხელმისაწვდომია მხოლოდ ელექტრონული ფორმით და განთავსებულია ადვოკატთა ასოციაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: https://gba.ge/
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში