error2042 2022.10.17
რატომ აუთსორს იურიდიული მომსახურება?

  პირველად სიტყვა აუთსორსინგი 1981 წელს, ამერიკაში გამოიყენეს და განიმარტება როგორც გარე რესურსი, როდესაც ვიღაც, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, შენთვის სხვადასხვა დავალებას ასრულებს.

  იგი თავდაპირველადვე გამოიყენებოდა როგორც დროის დაზოგვის საუკეთესო საშუალებად ისეთ საქმეებზე, როგორიცაა იურიდიული საკითხები, საბუღალტრო აღრიცხვები, გაყიდვები, კვლევები და ა.შ. ეს კი კომპანიას აძლევს საშუალებას, დაზოგილი დრო გამოიყენოს მისთვის უფრო ორგანულ საკითხებზე ფოკუსირებაში;

  წარმოგიდგენთ აუთსორს იურიდიული მომსახურების რამდენიმე ბენეფიტს:

➡️ ფოკუსირება თქვენს ძირითად ბიზნეს საქმიანობაზე - ხშირად თქვენს კომპანიას წარმატებული ფუნქციონირებისთვის სჭირდება ისეთი სერვისი, რომლისთვისაც დამატებითი პროფესიის კადრების ყოლას საჭიროებს. მაგალითად, იურისტი, ბუღალტერი, მკვლევარი - თუკი თქვენ ასეთ „გარე“ მომსახურებას, აუთსორს მიიღებთ, გეძლევათ შესაძლებლობა, ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ძირითადად საქმიანობაზე.

➡️ ხარჯების შემცირება - აუთსორს მომსახურების ერთ-ერთი დიდი პლუსი სწორედ ხარჯების შემცირებაა, რაც ძირითადად იმით გამოიხატება, რომ თქვენ ოფისში გყავთ ნაკლები კადრი და თქვენი ხარჯი მხოლოდ მომსახურების საფასურით შემოიფარგლება.

➡️ ადამიანური რესურსის დაზოგვა - როდესაც აუთსორს მომსახურებს გიწევთ კომპანიას, თქვენ ზოგავთ ადამიანურ რესურსს.

➡️ წვდომა ახალ რესურსებზე - იზრდება თქვენი კოპანიის სულ უფრო მეტ ახალ რესურსზე წვდომის შესაძლებლობა;

➡️ გაზრდილი ეფექტურობა - სერვისი, რომელსაც თქვენ იღებთ აუთსორს მომსახურებით, ზრდის თქვენი კომპანიის ეფექტურობას, რადგან ბევრად ნაკლებ დროში, მინიმალური ჩართულობით, იღებთ მაქსიმალურ შედეგს.

➡️ ბიზნესი ხდება ბევრა მოქნილი, სწრაფი და კონკურენტუნარიანი

  აუთსორს იურიდიული სერვისი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადია ბიზნეს საქმიანობის წარმატებული ფუნქციონირებისთვის, ამიტომ, საადვოკატო ბიურო „OK&CG“-ის გუნდმა შექმნა სპეციალური ონლაინ პლატფორმა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, დისტანციურ რეჟიმში მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს.

#საადვოკატობიურო#ადვოკატი#ონლაინადვოკატი#ონლაინსერვისები#დისტანციურიმომსახურება#lawoffice#lawyer

 

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში