„ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი და მისი ინტეგრირების პერსპექტივა ქართულ სამართლებრივ სივრცეში“ - ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა დღეს, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის მიერ ორგანიზებით, სასტუმრო „პულმანში“,
კონფერენციას, რომლის მიზანიც გახლდათ ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა და ქართულ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრირება, ესწრებოდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ა.შ.
„გერმანული მოდელი სპეციალური პალატის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში ერთი პროფესიონალი მოსამართლე და ორი მსაჯული იქნება. პალატის წევრები საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტდება. შერჩეული მსაჯულებისგან მსაჯულთა რეესტრი შეიქმნება, საიდანაც, კონკრეტული დავის განხილვისთვის კომერციულ პალატაში მსაჯულები აირჩევიან წინასწარ განსაზღვრული, გამჭვირვალე და ობიექტური პროცედურის საფუძველზე.
აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს, საქართველოში ისეთ გარემოს შექმნას, რაც ხელს შეუწყობს სექტორის გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომერციულ დავებზე სასამართლო გადაწყვეტილებების ხარისხსა და სანდოობას.
გარდა გერმანული მოდელისა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეგიდით, ღონისძიებაზე წარადგენილი იყო აღნიშნული მოდელის ქართული ვერსია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
კონფერენციას ესწრებოდა საადვოკატო ბიურო „Ok&CG“-ის დამფუძნებელი, ოთარ კაჭკაჭაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ „ზოგადად, ყოველთვის მივესალმები ინოვაციურ მიდგომებსა და სიახლეებს, რომლებიც დადებითად აისახება ჩვენს საქმიანობაზე. ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელის ქართულ რეალობაში გადმოტანა ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ჩვენი ქვეყნის სამართლის განვითარებისთვის;“
ფოტო: ipn.ge
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში