error3230 2023.12.14
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

2023 წლის 14 დეკემბერს გაიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა ფიცის დადების ცერემონიალი

14 დეკემბერი - მედიატორის დღეა

ღონისძიების ფარგლებში:

- მიმოხილული იქნა სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები და

- შედგა ახალწვეულ მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი.

მედიატორის პრინციპების ერთგულების ქარტია:

"ვფიცავ, ვიყო დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კეთილსინდისიერად შევასრულო მედიატორის მოვალეობები მხარეების საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, დავიცვა კანონი, მედიაციის ძირითადი პრინციპები და მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი"

მედიატორებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!

გისურვებთ წარმატებებს!