error3450 2023.12.26
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

2023 წლის 26 დეკემბერს იურიდიულ კომპანია "OK&CG"-ისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, რომ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეეწყოს:

• სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას, გაანალიზებას,

• სტუდენტების სასწავლო პრაქტიკის გავლასა და სწავლებებში ჩართვას,

• საჯარო ლექციების, ტრენინგების, მასტერკლასების ორგანიზებას,

• სტუდენტებისათვის დარგობრივი კომპეტენციების გამტკიცებასა და შესაბამისი უნარების განვითარებას,

• და სხვ.

იურიდიული კომპანია "OK&CG" და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) მზადყოფნას გამოხატავენ ზემოხსენებული მიზნების სრულყოფისათვის.