error2555 2024.03.15
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2024 წლის 15 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამართა შეხვედრა:

რომლის ფარგლებშიც, უმასპინძლა Law Office/საადვოკატო ბიურო OK&CG დამფუძნებელ ადვოკატს - ოთარ კაჭკაჭაშვილსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს - ეკატერინე გასიტაშვილს. 

შეხვედრა გაიმართა ქალთა ისტორიის თვის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი დავით ხობელია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონალური ჰაბის იურისტი გიორგი ხმალაძე.

შეხვედრა პროდუქტიული და ინტერაქციული იყო ახალგაზრდებისათვის - მიეცათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე მიეღოთ პასუხი. 

ამასთან, სტუმრებმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცეს.