error443 2025.03.17
რამდენ საათს მოიცავს ნორმირებული სამუშაო დრო?

რა არის ნორმირებული სამუშაო დრო?

შრომის კოდექსის 24-ე მუხლის მიხედვით:

ნორმირებული სამუშაო დრო არის ნებისმიერი დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული მუშაობს დამსაქმებლის განკარგულების პირობებში და ახორციელებს თავის საქმიანობას ან/და ასრულებს თავის მოვალეობებს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.

 

როგორც წესი, კვირაში რამდენ საათს არ უნდა აღემატებოდეს ნორმირებული სამუშაო დრო?

ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს.

თუმცა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/სამუშაო პროცესის 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტი რეჟიმია, ნორმირებული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს.

 

რა შემთხვევაში წარმოეშობა დასაქმებულს შესვენების უფლება?

თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა 6 საათს აღემატება, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება. შესვენების დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

თუ სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო დროის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 საათია, შესვენების დროის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი.

ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით, განსხვავდება თუ არა ნორმირებული სამუშაო დრო?

დიახ, მაგალითად, 16 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 6 საათს.

ხოლო, 14 წლიდან 16 წლამდე არასრულწლოვანის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს და სამუშაო დღის განმავლობაში 4 საათს.

 

საკმაოდ ბევრი კითხვა ჩნდება როგორც ნორმირებულ დროსთან, ასევე ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან, დასვენებისა და საშვებულებო პერიოდთან დაკავშირებით.

კითხვების შემთხვევაში, ჩვენ დაგეხმარებით.