1530
2016.05.23
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის წარმომადგენლები იურისტთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესს დაესწრნენ
საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის დირექტორი და იურისტები ქალაქ ბარსელონაში იურისტთა მსოფლიო ასოციაციის კონგრესს დაესწრნენ თემაზე: „ინტერნეტი : გამოწვევები მშვიდობისა და თავისუფლებისათვის“(The Internet:Challenges to Peace and Freedom)
კონგრესის ორგანიზატორი და მხარდამჭერია იურისტთა მსოფლიო ასოციაციის ესპანეთის ხელმძღვანელობა; ასევე, ორგანიზატორები არიან „ბარსელონის ადვოკატთა პალატა“, „გერმანიის და ესპანეთის ასოციაცია კულტურისა და ეკონომიკის დარგში“(HISPALEM), „ფონდი კატალონიის სამოქალაქო საზოგადოება 2005“ და „ესპანეთის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. კონგრესზე განხილული იქნა თანამედროვეტექნოლოგიების მიმდინარე მდგომარეობა, ასევე მოწინავე სამართლებრივი სისტემები ამ სფეროში; ინტერნეტის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. რა ახალი დაბრკოლებები/პერსპექტივებია მოსალოდნელი თანამედროვე სამყაროში. აღნიშნულ დისკუსიებში, საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ის წარმომადგენლები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და განიხილავდნენ ყველა იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ამ კუთხით არსებობს საქართველოსა და დანარჩენმსოფლიოში.
საადვოკატო ბიურო "OK & CG" მიესალმება მსგავს პროექტებს და გამოთქვამს მზაობას მუდმივად მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს სამართლებრივი პრობლემების საერთაშორისო დონეზე განხილვას.