error2283 2016.06.03
იურიდიული ბიურო “OK &CG”-ს იურისტებმა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
იურიდიული ბიურო “OK &CG”-ს იურისტებმა ეთერ ჯოჯუამ და სალომე გულოშვილმა წარმატებით ჩააბარეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები. აღსანიშნავია, მათი პროფესიული წინსვლა და მიღწევები იურიდიულ სფეროში. ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდები კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი კარიერული ზრდის ეტაპზე. საკვალიფიკაციო გამოცდების ხელს უწყობს ადვოკატთა პროფესიული უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, აგრეთვე უზრუნველყობს იურისტთა საქმიანობის პროგრესულად განვითარებას. ს.ს.ი.პ საქართველოს ადვოკატთა ასოციციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ საკვალიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა. აღნიშნული გამოცდის ჩაბარების უფლება ეძლევა საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, თუ მას აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. იურიდიული ბიურო “OK &CG” ულოცავს ყველა იურისტს, ვინც წარმატებით ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები, უსურვებს მათ კარიერულ წინსვლას და მუდმივ მზადყოფნას აცხადებს პროფესიული თანამშრომლობისათვის.
სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში