error1560 2016.06.08
საადვოკატო ბიურო „OK & CG”-მ სააპელაციო სასამართლოში გახმაურებული დავა მოიგო
საადვოკატო ბიურო „OK & CG”-მ სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო. მოპასუხე მხარეებს შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა. საქმე დაკარგულ პირადობის მოწმობას შეეხებოდა , რითიც უცნობმა პირმა ყალბი დოკუმენტაცია დაამზადა. სამართალდამრღვევი გაყალბებული პირადობის მოწმობით 2001 წელს ინდ. მეწარმედ დარეგისტრიდა, ცალკე ფირმებთან საფინანსო–სამეურნეო ოპერაციები განახორციელა, აგრეთვე, თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტშიგადასახადისგადახდას.ამის გამო, უდანაშაულო მოქალაქე მ.ბ-ს ქონება შემოსავლების სამსახურმა დააყადაღა და მას 323,544 ლარის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. მიუხედავად იმისა, რომ საადვოკატო ბიურო „OK & CG”-ს სარჩელი საქალაქო სასამართლომ მთლიანად დააკმაყოფილა,მოპასუხეებმა საქმე სააპელაციო სასამართლოში მაინც გაასაჩივრეს. საბედნიეროდ,სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეხედულება, მხედველობაში მიიღო იურიდიული ბიურო „OK & CG”-ს საფუძვლიანი არგუმენტაცია და დავა სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით მოქალაქე მ.ბ-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა.