error1336 2016.12.01
OK& CG-ს ხელმძღვანელი, იურისტი ოთარ კაჭკაჭაშვილი ონლაინსესხების აკრძალვას აფასებს!
აიკრძალება თუ შეიზღუდება ონლაინ სესხის გაცემა? რა ცვლილებები იგეგმება ბაზრის დასარეგულირებლად? არღვევენ თუ არა ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციები მოსახლეობის უფლებებს? ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა სპეციალისტებმა შეაფასეს. გადაცემა "კანონის" კითხვებს OK& CG-ს ხელმძღვანელმა, იურისტმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა უპასუხა. "ქვეყნისათვის ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხს სწორედ ბაზრის ეს სეგმენტი წარმოადგენს –ონლაინსესხები. ონლაინსესხების გაცემისას კომპანიების საქმიანობა კანონშეუსაბამოა. მივესალმები გადაწყვეტილებას ონლაინსესხების აკრძალვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს იქნება არა ცალსახად აკრძალვა, არამედ რეგულირება და შეზღუდვა. ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების ქმედებები სამოქალაქო კოდექსის ნორმებს არ შეესაბამება. სამოქალაქო კოდექსი იცნობს სესხის გაცემის კონკრეტულ ფორმებს, ეს შეიძლება იყოს წერილობითი ან ზეპირი. სესხის პროცენტზე, პირგასამტეხლოზე და სხვა პირობებზე შეთანხმება უნდა მოხდეს წერილობით. ონლაინ სესხის აღებისას მომხმარებელი წერილობით არ ადასტურებს რომ პირობები მისთვის ცნობილი და მისაღებია. არ ხდება პიროვნების იდენტიფიკაცია, რაც საფრთხეს იწვევს. ხშირია შემთხვევები როდესაც უკანონოდ, სხვის მაგივრად ხდება სესხის გამოტანა თუკი დამნაშავისათვის რაიმე გზით ცნობილია ადამიანის პირადი ინფორმაცია. საზღვარგარეთ რა თქმა უნდა არსებობს ასეთი ტიპის ორგანიზაციებიც და სერვისებიც, თუმცა იქ ელექტრონულ ხელმოწერას იყენებენ, რითიც მომხმარებელი დაცულია. მხოლოდ ელექტრონული ხელმოწერის სისტემის დანერგვით შეიძლება მომხმარებლის ნება წერილობით თანხმობად, დადასტურებულად ჩაითვალოს. საადვოკატო ბიურო OK&CG აწარმოებს მსგავსი ტიპის დავებს. სწორედ იმიტომ, რომ ონლაინ სესხის აღებისას მომხმარებელი ხშირად არ არის ინფორმირებული სესხის პირობებზე, დავები უმეტესად მის სასარგებლოდ წყდება. ხშირია ზარები ამ პრობლემებით, კონსულტაციას და დახმარებას უმეტესად სესხებზე და პრობლემური სააგენტოების მხრიდან განხორციელებულ მუქარაზე გვთხოვენ. მსგავს ფაქტებზე ორგანიზებული გამოძიება უნდა დაიწყოს, რაც აიძულებს ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეცვალონ მეთოდები. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავებსაც, რომ კერძო აღსრულების სააგენტოების "პრობლემურების" მხრიდან მომხმარებლების დაშინების და მუქარის განხორციელებისას იყვნენ ოპერატიულები და აღკვეთონ მათი უკანონო ქმედებები."
სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება