error1179 2017.01.26
საადვოკატო ბიურო "OK&CG" ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 24-ე ყოველწლიური შეხვედრისას, მასპინძელი ქვეყნის – საქართველოს საინვესტიციო სესია გაიმართა. სესიაზე ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად ერთ-ერთი კითხვა საქართველოში ქალების ბიზნესში ჩართვას შეეხო. “ჩემი ოთხი მოადგილედან 3 ქალია”, – ასე დაიწყო პასუხი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ბენეფიციარების 40 პროცენტი ქალი იყოს. “მე ვხედავ ქალები უფრო აქტიურად მონაწილეობენ ბიზნესში საქართველოში ვიდრე ეს რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება. საქართველოში მეტი თანასწორობაა, მაგრამ აქაც ქალისთვის ბიძგი და ხელშეწყობაა საჭირო”, – აცხადებს ევრობანკის კავკასიის დირექტორი. ორმა ქართულმა ბანკმა – თიბისიმ და საქართველოს ბანკმა, გამოხატა მზარდყოფნა შეერთებოდა ბანკის –ქალები ბიზნესში პროგრამას, ეს არის იბიარდი მცირე ბიზნესის ინიციატივის ფარგლებში დაწყებული პირველი პროექტი. პროგრამაში საქართველოსთან ერთად მონაწილეობს უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია და მოლდოვა. ქალების ბიზნესში ჩართულობას ეკონომიკურუდ მომგებიანს უწოდებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე. “მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ქალების აქტიური ჩართულობა ბიზნესში 15-დან 20 პროცენტამდე ზდის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას. ეს ეკონომიკურად არის საკმაოდ მომგებიანი”, – აღნიშნა ქადაგიძემ. საადვოკატო ბიუროOK&CGუერთდება "ქალები ბიზნესში" პროგრამას და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად ქალბატონებს ვთავაზობთ კორპორატიულ იურიდიულ მომსახურებას მათთვის განკუთვნილი შეღავათიანი სპეც ფასებით.
სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება