error1326 2017.03.14
ქალი ტრამპის წინააღმდეგ - ქალი აბორტის გარეშე?!
სარა ვედინგტონი ადვოკატია,რომელიც ტეხასის სამართლის სკოლის დამთავრებისთანავე გადაწყვიტა შეერთებოდა იმ სტუდენტთა ჯგუფს,რომლებიც აბორტის შესახებ კანონს ეწინააღმდეგებოდნენ. 1973 წელს სარა ამერიკის სოფლის მეუნეობის დეპარტამენტის პირველი ქალი მრჩეველი გახდა. 1978 წლიდან 1981 წლამდე კი ქალთა საკითხებში პრეზიდენტ კარტერის მრჩეველი იყო. ამჟამად იგი ვედინგტონის ცენტრს უძღვება,რომელიც ქალთა საკითხებსა და მათი როლის გაძლიერებაზე მუშაობს. მან NBC news-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა,რომ დონალდ ტრამპის არჩევამ,შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს აბორტის უფლებებთან დაკავშირებით,რაც თავისთავად შეაფერხებს ქალთა უფლებებს. „ტრამპი ყოველთვის ამბობდა,რომ უზენაეს სასამართლოში ის ისეთი მოსამართლის დანიშვნას ეცდობოდა,რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგებოდა აბორტს. სწორედ ამიტომაც წარადგინა ტრამპმა უზენაესი მოსამართლის პოსტზე კონსერვატორი ნეილ გორსაჩი. მართალია, ერთი ასეთი მოსამართლე აბორტის ვერ აკრძალავს,თუმცა ორს და სამს ამის ძალა ნამდვილად შესწევთ“- განაცხადა სარამ. წყარო: http://bit.ly/2lWuvuM წყარო:http://bit.ly/2lWuvuM