მეცნიერ-იურისტი, სისხლის სამართლის ქართული სკოლის ფუძემდებელი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი - ეს ჩამონათვალი მხოლოდ ნაწილია თინათინ წერეთლის რეგალიებისა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართველი იურისტი 1903 წელს, სოფელ ცხრუკვეთში, ექიმის, ცნობილი პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ვასილ წერეთლის ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე იყო გარშემორტყმული ეპოქის გამორჩეული ადამიანებით. წერეთლების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ - აკაკი წერეთელი, დავით კლდიაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ნიკო ნიკოლაძე, კიტა აბაშიძე, გიორგი ზდანოვიჩი, ახალგაზრდა გალაკტიონ ტაბიძე და სხვა გამოჩენილი ადამიანები. ქუთაისის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თინათინ წერეთელმა სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის იურიდიულ მიმართულებაზე გააგრძელა. ფაკულტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი ლუარსაბ ანდრონიკაშვილი იყო. ამავე თემაზე: ლუარსაბ ანდრონიკაშვილი - კუზიანი ებრაელის საქმე შეიძლება ითქვას, ანდრონიკაშვილის განსაკუთრებულმა პიროვნებამ და სწავლების მეთოდმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა თინათინ წერეთლის სამეცნიერო მიმართულების განსაზღვრაზე. მოგვიანებით წერეთელმა სახელგანთქმული მასწავლებელის ხსოვნას მიუძღვნა თავისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი - „მიზეზობრივი კავშირი სისხლის სამართალში“. თინათინ წერეთლის გზა ადვილი არ ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭის, კრიტიკული აზროვნების უნარის, შრომისმოყვარეობის, მართლმოყვარეობითსა და მტკიცეხასიათის წყალობით მან შეძლო გამხდარიყო პირველი მეცნიერი ქალი საქართველოში, რომელსაც მიენიჭა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის წოდება. იგი ასევე იყო სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ერთადერთი იურისტი ქალი. ახალგაზრდა ასაკიდანვე მუშაობდა უნივერსიტეტში. თავდაპირველად იყო ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ასისტენტი. კითხულობდა ლექციებს სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის მიმართულებით. მოგვიანებით იყო სამართლის ფაკულტეტის დეკანი. 1957 წლიდან კი ეკონომიკისა და სამართლის ინსტიტუტის იურიდიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. თინათინ წერეთლის წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული სისხლის სამართლის განვითარებაში. იგი აქტიურად იყო ჩართული სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების მომზადებაში. გარდა ამისა, მისმა სამეცნიერო ნაშრომებმა უდიდესი როლი ითამაშა დანაშაულის ცნების სტრუქტურის სწორად განსაზღვრაში, რაც, ფაქტობრივად, სისხლის სამართლის ფუნდამენტს წარმოადგენს. „ახალგაზრდა, რაგინდ ნიჭიერი და ბეჯითიც არ უნდა იყოს, ვერ გახდება ნამდვილი მეცნიერ-იურისტი, თუ არ ჩამოყალიბდება სანიმუშო მოქალაქედ, სპეტაკ, პრინციპულ და შეუპოვარ მსახურად სამართლიანობისა, ჭეშმარიტ მამულიშვილად“ - მიიჩნევდა თინათინ წერეთელი და თავად იყო მაღალი ზნეობრივი პრინციპებისა და ღირებულებების სახე. სახელოვანი მასწავლებლის მსგავსად, თინათინ წერეთელიც აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი შვიდჯერ აირჩიეს თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად. ასევე იყო მრავალი საზოგადოებრივი კომისიისა და კოლეგიის წევრი.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში