2247
2017.03.17
ინფორმაცია უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ უკვე ბლოკჩეინშია
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიცუძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიურ მიღწევას გამოიყენებს. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ პროგრამებში შესაბამისი ცვლილებები უკვე აამოქმედა. ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება ინფორმაცია ნებისმიერი უძრავი ქონების ამონაწერის შესახებ 2017 წლის 20 თებერვლიდან. ამ თარიღამდე მომზადებული ამონაწერები კი ბლოკჩეინში მხოლოდ მათი განახლების შემდეგ აისახება. მოქალაქეებს ამონაწერის განახლება შეუძლიათ როგორც ინტერნეტით, ასევე საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში. ბლოკჩეინის ქსელში უძრავ ქონებაზე ამონაწერის ნამდვილობის გადამოწმება ნებისმიერ მოქალაქეს სპეციალურ ვებგვერდებზე:www.blockchain.info,www.blocktrail.com,www.btc.comშეუძლია.
აღნიშნული სიახლე მიმდინარე სარეგისტრაციო ტრანზაქციებზე ვრცელდება და მოქალაქისთვის დამატებითი საფასურის გადახდას არ ითვალისწინებს. ბლოკჩეინი - ეს არის ინფორმაციის ბლოკების ჯაჭვი,საიდანაც მონაცმების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ბლოკჩეინი დაცულია როგორც კიბერშეტევებისგან, ისე ფიზიკური განადგურებისგან, რადგან მასში არსებული ჩანაწერები არაერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ათიათასობით კომპიუტერში ინახება. რომელიმემონაცემში საეჭვო მანიპულაციის ნებისმიერ მცდელობას კი ქსელის ყველა კომპიუტერი ავტომატურ რეჟიმში ბლოკავს.წყარო:napr.gov.ge