error1436 2017.03.20
5 ყველაზე კორუფციული ქვეყანა აზიაში
ყოველწელს,გლობალურიანტიკორუფციულიკოალიცია„საერთაშორისოგამჭვირვალობა“კორუფციისსინდექსსაქვეყნებს—იმქვეყანათაჩამონათვალს,სადაცხალხიყველაზემეტადგრძნობსკორუფციას. „სხვადასხვაქვეყნებშიკორუფციისაბსოლუტურიდონისგანსაზღვრადამოკიდებულიართულემპირიულმონაცემებზე, რადგანმისიბუნებიდანგამომდინარე, კორუფციაროგორცწესი, საზოგადოებისაგანდამალულია“, —აღნიშნავს„საერთაშორისოგამჭვირვალობა“. ახალი კვლევის თანახმად აზიაში ყველაზე კორუფციულ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება: ინდოეთი გამოკითხულ რესპონდენტთა ნახევარმა აღნიშნა ,რომ საჯარო მომსახურების სფეროებში - სკოლებში, საავადმყოფოებსა და მათ შორის პოლიციის განყოფილებაშიც მოუწიათ ქრთამის გადახდა. ვიეტნამი ვიეტნამელთა უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს თავიანთ ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მოსახლეობის 60 % მიიჩნევს,რომ სახელმწიფო არაეფექტურად მუშაობს ამ მიმართულებით და ვერ ახერხებს კორუფციის აღკვეთას. ტაილანდი ტაილანდელ მოსახლეობათა მხოლოდ 14 % ფიქრობს,რომ კორუფცია ბოლო 12 თვის განმავლობაში გაიზარდა. 72% კი მიიჩნევს,რომ სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ საკმაოდ წარმატებით იბრძვის. პაკისტანი პაკისტნელ რესპონდენტთა ¾ ნაწილი დარწმუნებულია,რომ სამართალდამცავები ნამდვილად იღებებენ მონაწილეობას კორუფციულ გარიგებებში. ის ადამიანები კი, რომლებიც უარყოფდნენ მათმონაწილეობას კორუფციულ გარიგებებში,მათგან 10-დან 7-ს პოლიციისთვის ქრთამი ჰქონდა გადახდილი. 5. მიანმარი მიუხედავად 2013 წელს მიღებული ანტიკორუფციული კანონისა, რესპონდენტების ნახევარი დარწმუნებულია,რომ პოლიცია ჩართულია კორუფციულ გარიგებებში. გამოკითხულთა 40% კი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაც კორუფციულია.