error3969 2017.03.22
საუკუნის პროცესი - O.J Simpson-ის საქმე

ამერიკული ფეხბურთის ვარსკვალვისა და მსახიობის ო.ჯეი სიმპსონის საქმე ალბათ-ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული საქმეა თანამედროვე სასამართლოს ისტორიაში. საქმის შესახებ დაიწერა არაერთი სტატია, გადაიღეს მხატვრული ფილმი, სიმპსონის საქმის დეტალები გამოიყენეს რამდენიმე კრიმინალურ სერიალში და დღემდე არ კარგავს აქტუალობას. სიმპსონის საქმის მიმდინარეობისას აშშ-მ 25 მილიარდზე მეტი დაკარგა, რადგან მოსახლეობა მასიურად ტოვებდა სამსახურს, რათა თვალი საქმის ტრანსლაციისთვის ედევნებინა. პროცესის მნიშვნელობის გამო განაჩენი პირდაპირი ეთერით გადაიცა და მას ამერიკის მოსახლეობის 91 პროცენტმა უყურა. ფეხბურთის ვარსკვლავს ბრალი ცოლის ნიკოლ ბრაუნ-სიმპსონისა და მისი მეგობარი მამაკაცის მკვლელობაში ედებოდა. სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, რომელიც 133 დღე გრძელდებოდა, 150-ზე მეტი მოწმე დაიკითხა. პროცესის ჩატარება 20 მილიონი დოლარი დაჯდა. ბრალდების მხარეს 25-კაციანი ჯგუფი წარმოადგენდა, სიმპსონმა კი აშშ-ის 11 საუკეთესო, ძვირადღირებული ადვოკატი აიყვანა. საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო იხილავდა. ხანგრძლივი, დაძაბული და სკანდალური საქმის დასასრულს, ნაფიცმა მსაჯულებმა სამსაათიანი თათბირის შემდეგ ო ჯეი სიმპსონი გაამართლეს. დაცვის მხარემ მოახერხა ბრალდების მხარის არგუმენტების გაბათილება და საეჭვო მტკიცებულებების სათავისოდ გამოყენება. სიმპსონი სასჯელის უმაღლეს ზომას - სიკვდილით დასჯას გადაურჩა. მას სასამართლომ 9-მილიონიანიკომპენსაციისადა 25-მილიონიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 1995 წელს,სიმპსონის საქმის მიმდინარეობისას თავი იჩინა რასობრივმა დაპირისპირება. ამერიკელთა დიდი ნაწილი თვლიდა,რომ შავკანიანი სიმპსონი, რომელსაც ბრალი თეთრკანიანი ცოლის მკვლელობაში ედებოდა აუცილებლად უნდა დასჯილიყო. 2008 წელს ფეხბურთის უკვე ყოფილი ვარსკვლავი კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიო ყურადღების ცენტრში. იგი კვალვ აღმოჩნდა განსასჯელის სკამზე - ამჯერად შეიარაღებული თავდასხმისა და ადამიანი გატაცების ბრალდებით. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 13-საათიანი თათბირის შემდეგ იგი დამნაშავედ სცნო პროკურატურის მიიერ მისთვის ბრალად წაყენებულ 10-ვე ეპიზოდში. დანაშაული, რომლისთვისაცსიმპსონი 2008 წელსგაასამართლეს 2007 წლის 3 სექტემბერსმოხდა. სიმპსონიმისთანამზრახველებთანერთადლას-ვეგასისერთ-ერთისასტუმროსნომერშიშეიჭრადათავსდაესხა სპორტულინივთებისკოლექციონერებს. მას თავისუფლების 33 წლით აღკვეთა მიესაჯა.

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში