error1139 2017.03.23
თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის მოქალაქეებს ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ

მალე თბილისში ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენების დაყრისთვის ქვეითი ინსპექტორები დააჯარიმებენ. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები 3 აპრილიდან გამოჩნდებიან. ისინი გააკონტროლებენ ქუჩების სისუფთავეს და წესრიგის დამრღვევებს ჯარიმებს გამოუწერენ. ქვეითი ინსპექტორების გადამზადება უკვე დაწყებულია. პირველი ორი კვირის განმავლობაში,მათ გამოჩენას მხოლოდ ინფორმაციული სახე ექნება, ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით გააფრთხილებენ და მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მოუწოდებენ. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი საჯარიმო სისტემა ამოქმედდება.