იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამრთლის შეურაცხყოფაზე საკანონმდებლო რეგულაციის დაწესების ინიციატივით გამოდის. აღნიშნული მოსაზრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააჟღერეს და დეპუტატებნს ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება შესთავაზეს. „ჩვენს სასამართლო დარბაზებში ძალიან ეფექტური საშუალებები გვაქვს იმისათვის რომ ადამიანს, რომელიც ცდილობს ჩაშალოს პროცესი ან შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს, გავცეთ შესაბამისი პასუხი კანონის ნორმებიდან გამომდინარე, მაგრამ როდესაც ეს ხდება სასამართლო პროცესების გარეთ და იმ ფოორმებით და ისეთი წითელი ხაზების გადალახვით, რომელიც არა მხოლოდ მოსამართლის პირად ღირსებას ლახავს, არამედ იმ საზოგადებისაც,რომელსაც სწამს ,რომ მოსამართლე არ არის ისეთი უღირსი,როგორსაც კონკრეტული პირი წარმოაჩენს. ალბათ, სასურველია ვიფიქროთ სად გადის ის ზღვარი,სადაც მოსამართლეს აკრიტიკებენ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და როდესაც მოასამრთლეს აკრიტიკებ არა სამართლებრივი არამედ შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ,რომლესაც საერთო არაფერი აქვს არც ადამიანურ ზნეობასთან არც კულტურასთან. მე უბრალოდ მექნებოდა ისეთი ინიციატივა, რომ იქნებ ვიფიქროთ იყოს რაღაც კანონისმიერი რეგულაცია,რომ მოსამართლემაც,როგორც საზოგადოების ჩვეულებრივმა წევრმა, იგრძნოს თავის დაცულად. რა თქმა უნდა, თმენის ვალდებულების ზღვარს მიღმა ვსაუბრობ“ -განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა - მერაბ გაბინაშვილმა. მისი თქმით,მოსამართლე თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოების გამორჩეული წევრია და მას შესაბამისად დაცულობა სჭირდება.
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში