error1769 2017.04.07
ევროსასამართლო: სქესის აღიარების წინაპირობად სტერილიზაციის მოთხოვნა უფლებების დარღვევაა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სქესის სამართლებრივი აღიარების წინაპირობად სტერილიზაციის გამოყენება ადამიანის უფლებებს არღვევს. სტრასბურგის სასამართლოს ეს პრეცედენტული გადაწყვეტილება ევროკავშირის იმ 22 ქვეყანას, რომელიც ასეთ წინაპირობას აყენებს, ეროვნული კანონმდებლობის შეცვლას დაავადებულებს. ორგანიზაცია Transgender Europe-ისინფორმაციით, ევროსასამართლოში საფრანგეთის წინააღმდეგ სამი გაერთიანებული სარჩელი შევიდა, რომელშიც განმცხადებლები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირადი ცხოვრების პატივისცემის მუხლის დარღვევაზე მიუთითებდნენ. თუმცა სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელეთა განცხადებას იმის შესახებ, რომ ეროვნული სასამართლოების მეშვეობით სამედიცინო შემოწმების იძულება კონვენციას ეწინააღმდეგება. „სამივე აპლიკანტი თითქმის 10 წლის განმავლობაში ცდილობდა, საფრანგეთისგან გენდერული იდენტობის აღიარება მიეღო. 2016 წლის ოქტომბრამდე, ადამიანებს, რომელთაც დოკუმენტებში სქესის ჩანაწერის შეცვლა სურდათ, იძლებულნი იყვნენ, სტერილიზაცია და სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია გაეკეთებინათ, ამასთან ჩაეტარებინათ ხანგრძლივი, დისკრიმინაციული შემოწმებები“ - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ „სტერილიზაციის ან ისეთი ოპერაციის ჩატარების დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნა, რომელიც სტერილიზაციის მაღალი რისკს შეიცავს, წარმოადგენს მოპასუხე სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების დარღვევას, აღასრულოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიები“. წყარო:Liberali.ge

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში