თბილისის საკრებულომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პარკირების ადგილების გამოსაყენებლად ახალი რეგულაცია მიიღო. ძველი რეგულაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სპეციალური პარკირების ადგილების გამოყენების უფლება არ ჰქონდათ, თუ ავტომანქანა მათ საკუთრებაში არ იყო. 2016 წლის 20 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და საკრებულოს დაევალა, პარკირების რეგულაციების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახალი რეგულაციით სრულად გაუქმდა ძველი მიდგომა და სპეციალური პარკირების ადგილებით სარგებლობა შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ნებისმიერი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამის უზრუნველსაყოფად კი გამოიყენება მოძრავი საცნობი ნიშანი. საცნობი ნიშანი გაიცემა არა კონკრეტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, არამედ პირზე, რომელსაც სპეციალური პარკირების ადგილის გამოყენების საჭიროება აქვს. მოძრავი საცნობი ნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს შეუძლია დაამაგროს ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ის მართავს ან/და გადაჰყავს. ახალი რეგულაციით შემუშავდა საცნობი ნიშნის მიმღები პირების სხვადასხვა კატეგორია, რომელთა შორისაც არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მათი მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები. LIBERALI.GE
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში