საადვოკატო ბიურო Ok & CG -ის ინფორმაციით, განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა 80% -ს ქალები წარმოადგენენ. მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება ითვლება რეალურ ქორწინებად. თუ ცოლ-ქმარი ხელს არ მოაწერს და ოფიციალურად ქორწინებას არ დაარეგისტრირებს მათ შორის ქონებრივი უფლებების წარმოშობა ვერ მოხერხდება. ამის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა საზოგადოებაში. როდესაც წყვილი ქორწინებას გადაწყვეტს ხშირად ამ მნიშვნელოვან იურიდიულ საკითხს არ ანიჭებენ უპირატესობას. რის გამოც განქორწიების შემთხვევაში ერთი მხარე ყოველთვის დაჩაგრულია. ამ მხარეს კი ხშირ შემთხვევაში ქალი წარმოადგენს. განქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა 80% სწორედ რომ ქალები არიან. ხშირად მათ უმეტესობას ხელი არ აქვთ მოწერილი „ფაქტობრივ მეუღლესთან“, რის გამოც განქორწინების შემთხვევაში ქონების გარეშე რჩებიან. ეს ყოველივე კი ნეგატიურ გავლენას ახდენს განქორწინების შედეგად დედისა და შვილის(შვილების) ყოფა-ცხოვრებაზე. სარჩო-საბადებლის გარეშე დარჩენილ დედებს თავად უწევთ ყოველდღიური ლუკმა-პურის საშოვნელად ბრძოლა. იზრუნე შენი და შენი შვილების მომავალზე! ნუ გადადებ, დაარეგისტრირე ქორწინება!
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება
„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით
ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში