ფიზიკურმა პირმა საადვოკატო ბიურო Ok & CG-ის დახმარებით, სადაზღვევო კომპანია „ს.დ.ს“-ს დავა მოუგო. საჩივრის ავტორი სადაზღვევო კომპანიისგან 14 963 ლარის ოდენობით სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას მოითხოვდა. კონკრეტული ფიზიკური პირის ინტერესები საადვოკატო ბიურო “OK&CG”–მ დაიცვა. როგორც საადვოკატო ბიურო OK&CG”–ის ადვოკატმა - დავით მუმლაძემ განაცხადა, ფიზიკურმა პირმა დააზღვია მანქანა, როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე გაქირავებისთვის. დაზღვევის შემდეგ მოსარჩელემ ავტომობილი მიაქირავა ავტომანქანების ერთერთ გამქირავებელ კომპანიას. გამქირავებელმა კომპანიამ,თავის მხრივ, კი მიაქირავა ავტომობილი მოქალაქეს,რომელმაც აღნიშნული ავტომანქანა დაშალა და გაყიდა. „მიუხედავად იმისა,რომ სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო აენაზღაურებინა ჩვენი კლიენტის სადაზღვევო თანხა,თავდაპირველად უარს აცხადებდა ზარალის ანაზღაურებაზე,თუმცა სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია და ჩვენს კლიენტს 14 963 ლარის ოდენობით სადაზღვევო თანხა სრულად აუნაზღაურდა“- აღნიშნა დავით მუმლაძემ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება