error2091 2017.05.27
„ადვოკატმა უნდა შეძლოს, წამგებიანი პოზიციიდანაც კი მხარე მართებულად წარმოაჩინოს“

სკოლა ახალციხეში დაამთავრა,სკოლიდანვე უნდოდა ისეთი პროფესია აერჩია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში დაეხმარებოდა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პირდაპირსაადოკატო ბიუროში – OK & CG აღმოჩნდა. ამბობს, რომ სწორედ ამ ბიუროს და მისი პროფესიონალური გუნდის დამსახურებაა, წლების განმავლობაში ათასობით საქმის წარმატებით დასრულება.იცის, რომ ფინანსური მხარე დამაბრკოლებელია და ადამიანები ადვოკატთან ვერ მიდიან. ამიტომ დღესაც ხშირად უფასოდ ეხმარება ადამიანებს.მისი ადვოკატირებით უამრავი საქმე გამარჯვებით დასრულდა კიდეც.ამბობს, რომ კარგიადვოკატი ნებისმიერი პოზიციიდან კარგად იცავს კლიენტის პოზიციას.სამომავლოდ უამრავი გეგმა აქვს, რომელიც მის კარიერულ წისვლას შეუწყობს ხელს. – ადვოკატ დავით მუმლაძის პერსონა. – ბავშვობა ახალციხეში დედასთან, ბებია-ბაბუასთან ერთად გავატარე. იმის გამო, რომ დედმამიშვილები არ მყავს, ხშირი ურთიერთობა მქონდა ბიძაშვილებთან და მამიდაშვილებთან. როცა ბავშვობაზე მეკითხებიან, რატომღაც ყოველთვის სცენა, გახუნებული მოყავისფრო ფარდა, ფარდის უკან მოძრავ-მოფუსფუსე ადამიანები, არც ისე კომფორტული სკამები და 5 წლის საკუთარი თავი მახსენდება. ამ ასაკში სისტემატურად დავყავდი დედას თეატრში, რაც იმ დროისთვის არც ისე მხიბლავდა, თუმცა მაინც მორჩილად ვიჯექი სპექტაკლის დასრულებამდე.– როდისმიხვდით,რომადვოკატიიქნებოდით?– სკოლაშიც ახალციხეში დავდიოდი. 2005 წელს დავამთავრე სკოლა. სკოლის ასაკიდანვე ვიცოდი, რომ მინდოდა ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაში დამეხმარებოდა. ეს სურვილი დიდწილად განაპირობა იმ დროისთვის ჩემი ოჯახის დიდმა პრობლემამ. 6 – 7 წლის ვიყავი, როცა სახლი აუქციონზე გაგვიყიდეს, რადგან საკმარისი ფინანსების უქონლობის გამო ვერ ავიყვანეთ ადვოკატი, რათა საკუთარი ინტერესები დაგვეცვა.შესაბამისად, სულ მქონდა უსამართლობის განცა, მინდოდა, გამოვსულიყავი ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანების უფლებებს დაიცავდა. მინდოდა, ფინანსური მხარე მათთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილიყო. ამიტომ დღესაც ხშირად უფასოდ ვეხმარებით ადამიანებს. –2009წელსდაამთავრეთივანეჯავახიშვილისსახელობისსახელმწიფოუნივერსიტეტიდამოგენიჭათსამართალმცოდნისბაკალავრისაკადემიურიხარისხი.შემდგომკი–სისხლისსამართლისმაგისტრისაკადემიურიხარისხი…– პირველივე კურსიდან მქონდა იმის განცდა, რომ ამ 4 წელზე იყო დამოკიდებული ჩემი ცხოვრება. ამიტომ ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი. ნებისმიერ პროექტსა თუ კონკურსში ვერთვებოდი, რომელიც ჩემს კარიერულ წინსვლას შეუწყობდა ხელს. მეორე კურსზე გადასვლისას მივხვდი, რომ კიდევ უფრო სერიოზულად უნდა მეფიქრა. მეშინოდა, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დიპლომი უბრალოდ თაროზე არ შემომედო. ამიტომ სამსახურის ძიება დავიწყე. ამ ძიების პროცესში კი აღმოვჩნდი საადოკატო ბიუროში – OK & CG.რაც შეეხება ლექტორებს, ვფიქრობ, გამიმართლა, რომ ამ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა, რადგან სწორედ მათი რჩევებისა და რეკომენდაციების წყალობით შევძელი კარიერული წინსვლა.– თქვენსაადვოკატობიუროს, OK&CG–სგუნდისწევრიხართ2008წლიდან.რასიტყოდითთქვენსბიუროზე,რატომუნდამიმართოსკლიენტმათქვენსბიუროსდაარასხვას?– როცა მოვედი OK & CG-ის ბიუროში, აქ დამხვდა ბატონი ოთარ კაჭკაჭაშვილი. მასთან ურთიერთობისას მივხვდი, რომ ეს ის ადამიანი, ის იურისტი იყო, როგორიც მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი მომავალში… ამ ადამიანმა მასწავლა, როგორ შეიძლება დამწყები იურისტი კარგი ადვოკატი გახდეს.რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, უმჯობესია, საზოგადოებამ შეგვაფასოს, რადგან არ მგონია, მართებული იყოს საკუთარ თავზე საუბარი. ერთადერთი, რითაც ობიექტური პასუხის გაცემას შევძლებ, ის ათასობით საქმეა, რომლებიც 20 წლის განმავლობაში წარმატებით დაგვისრულებია.- თქვენისაქმიანობისსფეროებსმიეკუთვნება:სამოქალაქოსამართალი,ადმინისტრაციულისამართალი,სისხლისსამართალი,სააღსრულებოსამართალი,სამეწარმეოსამართალი,საგადასახადოსამართალი.აქედანრომელსფეროშიაუფროდაძაბულისამუშაოდღესადვოკატისთვისდარატომ?– მუშაობის სპეციფიკა თითქმის იდენტურია ნებისმიერი საქმის შემთხვევაში. იურისტის სამუშაო ზოგადად ნებისმიერ შემთხვევაში შრომატევადია. ამიტომ ამ კუთხით რომელიმე საქმეს ვერ გამოვყოფდი. – რომელსაქმეებსგაიხსენებთ,რომელიცთქვენიადვოკატირებითგამარჯვებითდასრულდა?– უამრავი ასეთი საქმე მახსენდება, თუმცა სულ ბოლო დავას გავიხსენებდი. მოსარჩელეები, რომლებიც სატელეფონო სადგურის თანამშრომლები იყვნენ 1980-1990-იან წლებში, სახელმწიფომ საერთო საცხოვრებელში შეასახლა, რის შემდეგაც არსებული ქონების პრივატიზება და მათ საკუთრებაში გადაცემა უნდა მომხდარიყო. დოკუმენტები კი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელეები უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელებს წარმოადგენდნენ, 90-ან წლებში განვითარებული მოვლენებისა და საქართველოს კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო განადგურდა. 9 ოჯახს, მათ შორის მცირეწლოვან, მრავალშვილიან პირებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება. იმის გამო, რომ ქონება მათ საკუთრებაში არ იყო, წლების განმავლობაში დენი, წყალი, გაზი არ მიეწოდებოდათ.პირველ ყოვლისა, მოვითხოვე, რომ გაზიფიცირება, ელექტროფიკაცია მომხდარიყო და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აგრეთვე, სასამართლომ ბათილად ცნო გასაჩივრებული აქტები და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პრივატიზების საკითხთან დაკავშირებით ახალი აქტის გამოცემა დაევალა.არაერთი საინტერესო საქმე ვაწარმოეთ თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის: განათლების სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან, საჯარო რეესტრთან და ა.შაგრეთვე არაერთ სადაზღვევო კომპანიასა თუ საფინანსო ინსტიტუტთან დაგვიმთავრებია დავა ჩვენი კლიენტის საკეთილდღეოდ.– მომრავლდაბიზნესპარტნიორებთანდავები.ამმხრივრაპრობლემებია?– ვადასტურებ აღნიშნულ ფაქტს. ამ დავების ძირითადი წარმოშობის საფუძველი არის ის, რომ ურთიერთობის დაწყების დროს მხარეები სათანადო ფორმით არ ადგენენ ხელშეკრულებას, სახელშეკრულებო პირობების სწორად განსაზღვრა არ ხდება. როდესაც ჩვენ ამ პრობლემით მოგვმართავენ, ძირითადად, იდენტურ ხარვეზებს ვაწყდებით. ხელშეკრულებაში მხარეთა ვალდებულებები ხშირად არაა მკაფიოდ განსაზღვრული, რაც იწვევს რიგ ხარვეზებს. თუ საწყის ეტაპზევე მოახერხებენ ხელშეკრულების სწორად შედგენასა და სათანადო მექანიზმების შემუშავებას, ეს შეამცირებს ამ ტიპის დავების ოდენობას.აქვე დავძენდი იმასაც, რომ ბიზნესსუბიექტების ინფორმირებულობის დონე დაბალია ხელშეკრულების დადებასთან მიმართებით. თავიდან ფიქრობენ, რომ ხელშეკრულებას დამოუკიდებლად შეადგენენ და იურისტი ამაში არ სჭირდებათ, თუმცა პირველივე პრობლემის წარმოჩენისთანავე ხვდებიან, რომ იურისტი ესაჭიროებათ. ჩემი რჩევაა, რომ პრობლემის პრევენციის მიზნით, აუცილებელია, ორმა მხარემ ურთიერთობის დაწყებამდე მიმართოს იურისტს.ჩვენ გვაქვს უფასო იურიდიული კონსულტაციაც, ამიტომ ბიზნესსუბიექტებს საშუალება აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ მათთვის საჭირო შეკითხვებზე.– მომრავლდასაოჯახოდავები…ამბობენ,რომგანქორწინებისასბავშვთაინტერესებსსახელმწიფოარასათანადოდუდგება.მზრუნველობისადამეურვეობისორგანოკიარაკომპეტენტურია…– მსგავსი ტიპის დავების სტატისტიკა როგორც ჩვენს საადვოკატო ბიუროში, ისე სასამართლოში საკმაოდ მაღალია. საოჯახო ტიპის დავებიდან ყველაზე სენსიტიურია ბავშვთა თემებთან დაკავშირებული საკითხები.იმისათვის, რომ ჩვენი მომავალი თაობა ჯანსაღ გარემოში იზრდებოდეს, აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ მათთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე. განსაკუთრებული როლი კი ამ შემთხვევაში ეკისრება სახელმწიფოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ პასუხისმგებელ ორგანოებს, მათ შორის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. აღნიშნული ორგანოს არაკომპეტენტურობა რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის კეთილდღეობას. როდესაც დავა ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრაზე მიმდინარეობს, მეურეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გამოტანილი დასკვნები ერთობ შაბლონური და არაკომპეტენტურია, რაც ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს საკითხზე სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის.– თსუ–სპროექტ,,ბიზნესინოვაციას”მხარდამჭერიასაადვოკატობიუროOK & CG,რომელიცმონაწილეებსუფასოიურიდიულკონსულტანციასგაუწევს…რასიტყოდითამურთიერთთანამშრომლობაზეთსუთვითმმართველობასთან?– ჩვენ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, არამედ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთანაც ვთანამშრომლობთ. ვფიქრობთ, სტუდენტები ის ადამიანები არიან, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მომავალი. ამიტომ ვცდილობთ, მათ ყველანაირად შევუწყოთ ხელი და დავეხმაროთ კომპეტენციის ფარგლებში.– ამბოლოდროსხშირადსაუბრობენშრომითიპირობებისდაცვაზე,თქვენ,როგორცადვოკატი,ამპრობლემიდანრაზეგაამხვილებდითყურადღებას?– ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ მრავალი ადამიანი მოგვმართავს ამ ტიპის პრობლემებით, თუმცა ამ კუთხით სასამართლო დავები გაჭიანურებულია. ამ პროცესების გაჭიანურება კი ადამიანებს დავის სურვილსაც კი უკარგავს. აუცილებელია, რომ ადამიანებმა ეფექტურად, დროში გაჭიანურების გარეშე შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა.– რაარისთქვენიჰობი?ხელოვნებისრომელისფეროგიყვართ?– თავისუფალ დროს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს გემოვნებიანი მუსიკა, ვუსმენ ჯაზსა და ბლუზს.– როგორიუნდაიყოსადვოკატი?– კარგი ადვოკატი არის ის, ვინც ნებისმიერი პოზიციიდან კარგად იცავს კლიენტის პოზიციას. ადვოკატმა უნდა შეძლოს, წამგებიანი პოზიციიდანაც კი მხარე მართებულად წარმოაჩინოს.–მონაწილეობდითარაერთტრენინგსათუპროექტში.გაიარეთპროფესიულიგადამზადებისსხვადასხვაკურსი…რასგეგმავთმომავალში?– მომავალშიც აქტიურად ვაპირებ კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. მიმაჩნია, რომ ადამიანი მუდამ უნდა ზრუნავდეს საკუთარი თავის განვითარებაზე. წყარო : http://kvira.ge/335915

სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში