error1454 2017.06.16
მგზავრთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ახალი ნორმატიული აქტები მიიღო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის, ასევე მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესები დაამტკიცა. აქტის მიზანია, მგზავრთა და მესამე პირთა უფლებების დაცვა, ავიაკომპანიებისთვის მინიმალური სადაზღვევო მოთხოვნების დაწესებით - მგზავრის, ბარგის, ტვირთის და მესამე პირის მიმართ და მგზავრების და მესამე პირების უფლებების დაცვა მგზავრის გარდაცვალების/სხეულის დაზიანების, მგზავრის გადაყვანის და/ან ბარგის გადაზიდვის შეფერხების, ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას. ნორმატიული აქტები 1 ივლისიდან შედის ძალაში. „საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის/საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N95 ბძანების თანამხად, ექსპლუატანტი და ავიაგადამზიდველი/მომსახურე ავიაგადამზიდველი ვალდებულია უზრუნველყოს მგზავრის, ბარგის, ტვირთისა და მესამე პირის ფრენასთან დაკავშირებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის, ასევე ნებისმიერი ფრენის დაზღვევა. წესის თანახმად, მინიმალური დაზღვევის ვალდებულება განსაზღვრულია „SDR"-ით (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოშვებული საერთაშორისო სარეზერვო აქტივები, რომლებიც ნაწილდება მის წევრ-სახელმწიფოებზე კვოტის პროპორციულად) და შეადგენს: • 2700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 250 000 SDR-ს; • 2700 კგ ან 2700 კგ-ზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის მქონე საჰაერო ხომალდის თითოეულ მგზავრზე – 100 000 SDR; ბარგზე – 1 131 SDR-ს თითოეულ მგზავრზე კომერციული ფრენისას; ტვირთზე – 19 SDR-ს თითოეულ კილოგრამზე კომერციული ფრენისას. როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წესი ვრცელდება საქართველოში და საქართველოს გარეთ რეგისტრირებულ ავიაგადამზიდველებზე, რომლებიც ახორციელებენ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას საქართველოში, საქართველოდან სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნიდან საქართველოში. პასუხისმგებლობა საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის მიერ ამ წესის მოთხოვნების დარღვევისთვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული ავიაგადამზიდველის წესით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე დაფრენის უფლებაზე უარის თქმას. საქართველოში რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს, რომელსაც გააჩნია ამ წესის ამოქმედებამდე გაცემული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი (სადაზღვევო პოლისი), ამ წესის შესაბამისად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ვალდებულება წარმოეშვება მოქმედი სადაზღვევი პოლისის ვადის გასვლის შემდეგ. „მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას, მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას, ბარგის დაკარგვისას, დაზიანებისას ან განადგურებისას საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის მფლობელის მოვალეობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის N96 ბრძანება განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემას შემდეგ შემთხვევებში: მგზავრის გარდაცვალებისას/სხეულის დაზიანებისას (კომპენსაციის მინიმუმი განისაზღვრება 113 100 SDR-ის ოდენობით); მგზავრის გადაყვანის ან/და ბარგის გადაზიდვის შეფერხებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 4 694 SDR-ის ოდენობით); ბარგის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურებისას (კომპენსაცია განისაზღვრება 1131 SDR-ის ოდენობით). წესის მოქმედება ვრცელდება საქართველოში რეგისტრირებულ და უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველებზე. სარჩელი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, წარდგენილი უნდა იყოს შესაბამის სასამართლო ორგანოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჰაერო ხომალდის ჩამოფრენის ან გადაყვანა-გადაზიდვების დღიდან ორი წლის განმავლობაში. 1 ივლიდიან, ნებისმიერი ავიაგადამზიდველი, ავიაბილეთების რეალიზაციისას, ვალდებული იქნება უზრუნველყოს მგზავრებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ზემოთ აღნიშნული შემთხვევებში კომპენსაციის გაცემის თაობაზე, მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნისათვის წარდგენის ვადებისა და ბარგთან დაკავშირებული სპეციალური დეკლარაციის გაკეთების შესაძლებლობის შესახებ. ფრენის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებასთან, მგზავრთა, მათზე დამოკიდებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დაცვასთან ერთად, აღნიშნული რეგულაციების დანერგვით საქართველო ახდენს „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ შეთანხმებით" (CAA-A) ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რაც ევროპული რეგულაცია/დირექტივების ეროვნულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციას გულისმობს.

სხვა სიახლეები
02 დეკ

გადასახადის ცნება, არსი და სახეები

02 დეკ

რას არის პერსონალური მონაცემი?

08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება