“მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს გამონაკლის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება”, – ამის შესახებ განცხადება საადვოკატო ბიურო “OK & CG” -ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ გააკეთა, სადაც კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილება შეაფასა.“ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომ გამოცხადდა მორატორიუმი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს, გამონაკლის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება, თუ ეს ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტიციას განახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ამავდროულად, შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მას უნდა ჰქონდეს უფლება მიწის შეძენისა”, –განაცხადა საადვოკატო ბიურო “OK & CG” -ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ.
გადასახადის ცნება, არსი და სახეები
რას არის პერსონალური მონაცემი?
08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!
"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში
შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი
მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი
საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის
19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება