error3096 2017.07.07
ქეთევან ქავთარაძე:“100-ქულიანი სისტემა უცხო ქვეყანაში მიღებული მართვის მოწმობის მფლობელებისთვის დისკ
საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატის, ქეთევან ქავთარაძის გამარტებით, მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესში არსებული ჩანაწერი,რომელიც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობის ჩამორთმევას ეხება - დისკრიმინაციულია: „კანონის თანახმად, უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს 100 ქულის ამოწურვის შემდეგ ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა და აეკრძალება საქართველოში მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა,ხოლო საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს კი 1 წლით უჩერდებათ მართვის უფლება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კანონში შესული ცვლილებები უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებთან შედარებით. შესაბამისად, მოცემული კანონის ფარგლებში უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის უფლების მქონე პირებს არათანაბარ პირობებში უწევთ ყოფნა და იძულებულნი არიან მართვის მოწმობის გმოცდა თავიდან ჩააბარონ საქართველოში“-აღნიშნა ქეთევან ქავთარაძემ. ადვოკატის განმარტებით, ეს პრობლემას უქმნის განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. მისი თქმით, უცხოელი შესაძლოა ტურისტული მიზნით სტუმრობდეს ჩვენს ქვეყანას და იმის გამო, რომ მართვის მოწმობა ჩამოერთვა მას ხელი შეეშლება საქართველოში დაგეგმილი რიგი აქტივობების განხორციელებაში, რაც მომავალში გავლენას იქონიებს საქართველოში ტურისტული ბიზნესის განვითარებაზე. ადვოკატი ქეთევან ქავთარაძე აგრეთვე აღნიშნავს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი ,რომ ქვეყანაში შემოსულ უცხოელებს მათთვის სასურველ ენაზე მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება შესთავაზოს. „დღესდღეობით, მართვის მოწმობის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ, ქართულ, რუსულ, ინგლისურ, აფხაზურ, თურქულ, აზერბიჯანულ, სომხურ და ოსურ ენებზე, რაც გულისხმობს იმას ,რომ თუ უცხოელი ამ ენებს საერთოდ არ ფლობს ან ნაწილობრივ იცის, მას გამოცდის ჩაბრების საშუალება პრაქტიკულად არ აქვს“- აღნიშნა ქავთარაძემ. ადვოკატის ცნობით, აუცილებელია ,რომ კანონში შევიდეს ცვლილებები,რათა დაცული იყოს ბალანსი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს შორის. გარდა ამისა,მნიშვნელოვანია,რომ შსს- მ საზღვარზევე მოახდინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირება, რათა იცოდნენ,თუ რა ტიპის რეგულაცია არსებობს საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით ,შემდგომი გართულებებისა და გაურკვევლობისგან თავიდან არიდების მიზნით.
სხვა სიახლეები
08 ნოე

08 ნოემბერი - ადვოკატების დღეა!

22 მარ

"მომავლის იურისტთა სკოლის" კურსდამთავრებულების სტაჟირება OK&CG-ში

15 მარ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

26 დეკ

"OK&CG"-ისა და "IBSU"-ის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი

14 დეკ

მედიატორთა ფიცის დადების ცერემონიალი

13 დეკ

საერთაშორისო ფორუმი - მედიაცია იურისტებისთვის

13 აპრ

19 აპრილს ონლაინ საჯარო ლექცია "უძრავი ქონების ტრანზაქციები - საბროკერო საქმიანობა და სამართლებრივი რეგულირების ასპექტები საქართველოში" გაიმართება

29 მარ

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაცია 3 აპრილს დასრულდება

06 მარ

„OK&CG“ განცხადება ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

14 თებ

ანაზღაურებადი სტაჟირება „OK&CG“ -ში