ოთარ კაჭკაჭაშვილი საადვოკატო ბიურო "OK & CG"-ს დამფუძნებელი და დირექტორი გახლავთ.
მას აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება საერთო სპეციალიზაციით.
მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება: სამოქალაქო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, შრომის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და ბიზნეს გარიგებები, საგადასახადო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, საბაჟო სამართალი, სისხლის სამართალი.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 2000 წელს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართალმცოდნეობაში. იგი ამავდროულად გახლავთ აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრის ხარისხის მფლობელიც.
ოთარ კაჭკაჭაშვილი საადვოკატო პრაქტიკას ეწევა 1998 წლიდან. ამ პერიოდის მანძილზე მან დიდი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა. სწორედ 15 წლის პროფესიული საქმიანობის შედეგი გახლავთ ის, რომ მან ამ წლების მანძილზე შეიძინა ადვოკატისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და დღეის მდგომარეობით, იგი ბაზარზე გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური იურისტი.
ოთარი მოღვაწეობს არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ ითავსებს კომპანიის მართვისა და ადმინისტრირების ფუნქციებსაც. საადვოკატო ბიუროს სამუშაო პოლიტიკის შექმნა და კლიენტის ინტერესების მაქსიმალურად დაცვისათვის საჭირო ყველა ძირეული საკითხის გადაწყვეტა სწორედ მის მიერ ხდება. მისი დამსახურებაა ისიც, რომ მას გვერდით ჰყავს სამუშაოს სწორი, დინამიკური და ეფექტური მომსახურების განხორციელებისათვის დაკომპლექტებული გუნდი. იგი განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება თანამშრომელთა შერჩევას, რადგან მას მიაჩნია, რომ სწორად დაკომპლექტებული კადრებისგან შექმნილი გუნდი მისი ბიუროს წინსვლის და წარმატების განმაპირობებელი ერთ-ერთი წინაპირობაა.
ოთარის პიროვნული თვისებებისა და მის მიერ მიღებული ცოდნის და გამოცდილების დამსახურებით იგი ბიუროში განხორციელებული ყველა ნოვატორული იდეის ავტორია.
მათ შორისაა უფასო იურიდიული კონსულტაციების გაცემა ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ქართულ საადვოკატო მომსახურების სფეროში პირველად ხორციელდება.
აღნიშნული პროექტის მიზანი მომსახურების მაღალი ხარისხისა და კლიენტებისადმი მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა. პროექტის მიხედვით, ჩვენი საადვოკატო ბიურო უწევს დაინტერესებულ პირებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ინტერნეტის მეშვეობით (სკაიპის, ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით), რომლითაც ყოველდღიურად მინიმუმ 20 მოქალაქე ღებულობს მათთვის საინტერესო იურიდიულ საკითხებზე სრულ და ამომწურავ ინფორმაციას. ოთარისთვის საქმე და კლიენტის ინტერესები უპირველესია. მისი, როგორც იურისტის ძლიერი მხარეა ძლიერი მოდავე მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, კლიენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნა. მას ყოველთვის შესწევს უნარი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიებისათვის და სწორედ ესაა მის მიერ არაერთი სასამართლო პროცესის წარმატებით დასრულების წინაპირობა. ოთარი ფლობს რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებს.