საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

სოფიკო დარჩია
ადვოკატი

2015-2019 წლებში სწავლობდა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლის საბაკალავრო  პროგრამაზე.

მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო პროექტსა და შეჯიბრებაში. 2018 წელს გაიმარჯვა ეროვნულ კონკურსში „ადვოკატირების უნარ-ჩვევები სისხლის სამართლის პროცესში.“

 მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სამდივნოს სტაჟიორად. სტაჟირება აქვს გავლილი ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის კლინიკაში.

 

 2019-2021 წელს სოფიკო  დარჩიამ დაასრულა  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა.

 

სოფიკოს მოპოვებული აქვს სახელმწიფოს, თბილისის მერიის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიები.

 

2020 წელს გაიარა ჰარვარდის სამართლის სკოლის ონლაინ კურსი „ბავშვის უფლებები თეორიასა და პრაქტიკაში“.

 

2021 წლიდან დღემდე სოფიკო სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე.

 

სოფიკო ასევე არის რამდენიმე პულიკაციის  ავტორი ესენია: სტატია „კონსტიტუციური ღირებულებები საქართველოში“, „ბავშის უფლებათა კოდექსის კომენტარები“ , სტატია  „აპატრიდი ბავშვები - გზა უხილავობიდან მოქალაქეობამდე“.

 

სოფიკომ წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში.

 

2021 წლიდან სოფიკო არის ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით ასევე ჩაბარებული აქვს დამატებითი სპეციალიზაციის გამოცდა  არასრულწლოვანთა მართმსაჯულებისა და ბავშვთა უფლებების მიმართულებით.

 

 სოფიკო 2021 წლიდან დღემდე  საადვოკატო ბიურო „OK&CG“- ს გუნდის წევრია!

032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87 info@myadvokat.ge