საადვოკატო ბიურო „OK & CG“ - ოთარ კაჭკაჭაშვილი და კონსულტანტთა ჯგუფი -  წლების მანძილზე წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და კლიენტებს სთავაზობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას.   ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად იმისთვის, რომ კლიენტებისთვის შევქმნათ კომფორტული, მოქნილი, სწრაფი და მაღალი ხარისხის მომსახურება - სწორედ ამით გამოირჩევა „OK&CG“ სხვა საადვოკატო ბიუროებისგან.   „OK&CG“-ის მთავარი პრინციპი სანდოობაა, სწორედ ამიტომ, ჩვენთან კლიენტების კონფიდენციალურობა 100%-ით დაცულია!  ბიურო ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წარმომადგენლობით მომსახურებას უწევს სამოქალაქო, ადმინისტრაციულ, სისხლის, საგადასახადო, ფინანსურ საკითხებზე სასამართლოში, არბიტრაჟში, მესამე პირებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებში; იგი სამართლებრივ დახმარებას უწევს კლიენტებს დოკუმენტების მომზადებაში, ეწევა იურიდიულ კონსულტაციას, როგორც პირადად, ოფისში გასაუბრებით, ასევე ონლაინ რეჟიმით.   

დავით მუმლაძე
ადვოკატი

 2009 წელს მიენიჭა სამართალმცოდნის ბაკალავრის, ხოლო 2011 წელს - სისხლის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

 2010 წელს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციაში.

მისი საქმიანობის სფეროებს მიეკუთვნება სამოქალაქო სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, სისხლის სამართალი, სააღსრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი, საგადასახადო სამართალი.

 

 საადვოკატო საქმიანობის განმავლობაში, დავითს გავლილი აქვს არაერთი საკვალიფიკაციო და პროფესიული გადამზადების კურსი.

 

  2018 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული და საგადასახადო სამართლის კომიტეტის წევრი და აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობაში.

 

თავისუფლად ფლობს რუსულსა და ინგლისურ ენებს.

 

დავითი 2008 წლიდან საადვოკატო ბიუროს „OK&CG“-ს გუნდის წევრია. 

DAVITMUMLADZE@MYADVOKAT.GE 032 2 47 67 67 / 032 2 47 87 87